ალეკო ელისაშვილის ახლადშექმნილ მოძრაობასთან IRI ითანამშრომლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალეკო ელისაშვილმა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ორგანიზაცია პოლიტიკური არ იქნება, თუმცა მომავალში არ გამორიცხავს, რომ იგი პარტიად გარდაიქმნას.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, თბილისის მერობის ყოფილი დამოუკიდებელი კანდიდატი და „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი თანამოაზრეებთან ერთად შაბათს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალ ხელმძღვანელს, ჯონ დიპიროს შეხვდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ პრეზენტაცია 7 დეკემბერს შედგა. მაშინ ელისაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ორგანიზაცია პოლიტიკური არ იქნება, თუმცა მომავალში არ გამორიცხავს, რომ იგი პარტიად გარდაიქმნას.

გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
რა პერსპექტივა აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას?

ჯონ დიპირომ მზადყოფნა გამოთქვა, რომ მოძრაობის წევრებს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტაციები ჩაუტაროს.

„ჩვენ უშუალოდ ვართ ჩართულები, რომ პოლიტიკური არჩევნების სფერო საქართვლოში იყოს ღია და გამჭვირვალე. დღეს შეხვედრაზე გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა, რა გეგმები აქვს ახლადშექმნილ სამოქალაქო მოძრაობას, როგორ ხედავენ ისინი განვითარების პერსპექტივებს, რათა უფრო მეტად გამოხატავდნენ მოქალაქეების რეალურ ინტერესებს. ასევე განვიხილეთ, რა საჭიროებების წინაშე დგანან ისინი ამჟამად და ჩვენ რა რესურსი გვაქვს მხარდაჭერის აღმოსაჩენად“, - განაცხადა ჯონ დიპირომ.

იგეგმება ექსპერტების მოწვევა შეერთებული შტატებიდან, რომლებიც მოძრაობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციის პროცესშიც ჩაერთვებიან.

„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი, ცნობილი ადვოკატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მოწვეული ექსპერტები ახალ მოძრაობას სამოქმედო გეგმის დასახვაში დაეხმარებიან.

ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში შეიძლება ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდეს

ალეკო ელისაშვილი პროფესიით პოლიტოლოგია. 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში ჟურნალისტად მუშაობდა.

2014 წელს ელისაშვილი შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გახდა, მაგრამ ამ თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. 2014 წელს ელისაშვილი საკრებულოს დეპუტატი გახდა, ჟურნალისტიკაში დაბრუნდა და ტელეარხ „იბერიაზე" თბილისის შესახებ გადაცემა მიჰყავდა.

ჟურნალისტიკის გარდა ელისაშვილი საზოგადოებრივი საქმიანობითაც იყო დაკავებული. 2006 წელს მან დააარსა ორგანიზაცია „თბილისზე მზრუნველი", რომელსაც მუნიციპალური ხელისუფლების მოქმედებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია.

ელისაშვილი 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძესთან შედარებით ხმების გაცილებით ნაკლები რაოდენობა მიიღო, მეორე ადგილი მაინც დაიკავა. ელისაშვილმა მიღებული ხმებით უკან ჩამოიტოვა არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის წარმომადგენელი. მან არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის პარტიის შექმნას აპირებს.

ტურისტები მცხეთაში - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: საქართველოს მოსახლეობა რუსეთთან დიალოგის მომხრეა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი არის არაკომერციული, უპარტიო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებას მსოფლიოში. IRI მუშაობს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისთვის, რათა ისინი გახდნენ კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულნი და ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულნი; ეხმარება მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო მართვაში; მუშაობს მოწყვლად ჯგუფებთან, ასევე ქალებთან და ახალგაზრდებთან, რათა ისინი ჩართული იყვნენ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.

საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მუშაობს 1999 წლიდან. ორგანიზაცია ხელს უწყობს მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას ქვეყანაში. ორგანიზაცია საქართველოში პერიოდულად საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ატარებს და ასევე არჩევნებს აკვირდება. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას IRI-ს ხუთკაციანი დელეგაცია აკვირდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0