საქართველოში შეიძლება ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდეს

© photo: Alexander Elisashvili / FBალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალეკო ელისაშვილმა სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა და თბილისის მერობის ყოფილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა" დააფუძნა.

საარჩევნო ყუთის მიღმა... ანუ „პოლიტიკა“ ქუჩაში...>>>

ელისაშვილი 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძესთან შედარებით ხმების გაცილებით ნაკლები რაოდენობა მიიღო, მეორე ადგილი მაინც დაიკავა. ელისაშვილმა მიღებული ხმებით უკან ჩამოიტოვა არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის წარმომადგენელი. მან არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის პარტიის შექმნას აპირებს.

როგორც ელისაშვილმა პარასკევს გამართულ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე ორგანიზაცია პოლიტიკური არ იქნება, თუმცა მომავალში არ გამორიცხავს, რომ იგი პარტიად გარდაიქმნას.

„თუ ვიგრძნობთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია იმდენად გაძლიერდა, რომ მას შეუძლია პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნას, ან თუ ვიგრძნობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვართ მზად, მაშინ ჩვენ ხმამაღლა და ღიად განვაცხადებთ ამის შესახებ. ჩვენი მიზანი იქნება პოლიტიკურ ძალად გარდაქმნა, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება", – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის სიტყვებით, მოძრაობის რიგები ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, რომელიც ორ ძირითად მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ" – ზურაბიშვილი ოპოზიციას მიმართავს

„ჩვენ გამზადებულ გუნდთან ერთად კი არ ვიწყებთ, არამედ გუნდის მშენებლობას ვიწყებთ. ჩვენ ვეძებთ ხალხს, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი კრიტერიუმები: საკუთარ საქმეში უნდა იყვნენ კვალიფიციური და კეთილსინდისიერები. მე საერთოდ არ მაინტერესებს იგი „ცნობადი სახე“ იქნება თუ არა", – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი სიტყვებით, ამ ეტაპზე ორგანიზაციის ფილიალები გაიხსნება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

ალეკო ელისაშვილი პროფესიით პოლიტოლოგია. 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში ჟურნალისტად მუშაობდა.

2014 წელს ელისაშვილი შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გახდა, მაგრამ ამ თანამდებობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა.

2014 წელს ელისაშვილი საკრებულოს დეპუტატი გახდა, ჟურნალისტიკაში დაბრუნდა და ტელეარხ „იბერიაზე" თბილისის შესახებ გადაცემა მიჰყავდა.

ჟურნალისტიკის გარდა ელისაშვილი საზოგადოებრივი საქმიანობითაც იყო დაკავებული. 2006 წელს მან დააარსა ორგანიზაცია „თბილისზე მზრუნველი", რომელსაც მუნიციპალური ხელისუფლების მოქმედებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია.

 

ყველა ახალი ამბავი
0