სპეციალურ ვებგვერდზე vali.ge მოვალეების და საფინანსო ორგანიზაციების სია იზრდება

© photo: Sputnikმამაკაცი ბანკომატთან
მამაკაცი ბანკომატთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთიან ბაზას დღეს კიდევ სამი საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. სპეციალურ ვებგვერდ vali.ge-ზე ატვირთული ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების მოვალეთა სია 464,5 ათასამდე გაიზარდა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

რატომ მოხვდა გარდაცვლილთა სასესხო დავალიანება სესხების განულებისთვის შექმნილ ბაზაში >>

ამ მოქალაქეებმა 3,3 მილიარდი ლარის 844 ათასი კრედიტი აიღეს.

ყველა მონაცემები განთავსებულია სპეციალურ ვებგვერდ vali.ge-ზე. თუ ადამიანმა ამ ვებგვერდზე ყველა ეტაპის გავლის შემდეგ საკუთარ თავი აღმოაჩინა, იქ მითითებული ვალი 15-დან 31 დეკემბრამდე ჩამოეწერება.

ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
2018 ბიუჯეტის ცვლილებები დამტკიცებულია: რა შეიცვალა

ვებ-გვერდზე ამ ეტაპზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი", სს „თიბისი ბანკი", სს „ლიბერთი ბანკი", სს „სილქ როუდ ბანკი", სს „ხალიკ ბანკი საქართველო", სს „იშბანკი საქართველო", სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია", სს „ბაზის ბანკი" და სს „ტერა ბანკი", სს „კრედო ბანკი“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო“ (სესხის გამცემი: Lendo.ge, Pino.ge, Banko.ge) და შპს „ემ კოლექტორი“ (სესხის გამცემი: Sohocredit.ge).

მთავრობა „შავ სიაში“ მოხვედრილ მოქალაქეებს ვალების ჩამოწერას ნოემბერის შუა რიცხვებში შეპირდა. საბანკო დავალიანება ჩამოეწერებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.

მთავრობის ინიციატივა 600 ათასზე მეტ მოქალაქეს შეხება.

ვალების ჩამოწერას „ქართუ ბანკი" ითავებს, რომლის დამფუძნებელია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვალები ჩამოეწერებათ იმ პირებს, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე აქვს აღებული და პროცენტი არც ერთხელ არ გადაუხდია; ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების გარეშე 2 ათას ლარს არ აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0