2018 ბიუჯეტის ცვლილებები დამტკიცებულია: რა შეიცვალა

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის გადაჭარბება და საგადასახადო შემოსულობების ზრდა მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადახედვის მიზეზი გახდა

თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა 86 ხმით 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს.

ცვლილებების თანახმად, 26,9 მლნ ლარით იზრდება ბიუჯეტში შემოსულობები - ის დაახლოებით 12,5 მლრდ ლარს შეადგენს.

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა >>

ამასთან, დამტკიცებულ პროექტთან შედარებით შემოსავლები 148,9 მლნ ლარით გაიზარდა და დაახლოებით 10,5 მლრდ ლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება ასიგნებებს, დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით ის 31,6 მლნ ლარით გაიზარდა და დაახლოებით 12,5 მლრდ ლარს გაუტოლდა.

რატომ შეიცვალა ბიუჯეტი

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განმარტებით, 2018 წელს ეკონომიკურმა ზრდამ პროგნოზს გადააჭარბა და 5% შეადგინა. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადამეტებისა და რესურსების ადმინისტრირების გაუმჯობესების გარდა გადაჭარბებით შესრულდა საგადასახადო შემოსულობების პროგნოზები.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის ბიუჯეტი მილიარდს გადააჭარბებს: როგორ დაიხარჯება თანხები

ამასთან, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელმა სამუშაოებმა მეტი დრო მოითხოვა და ისინი 2019 წელს განხორციელდება.

შედეგად, რეგიონების განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დონორებისგან ყველა დაგეგმილი ტრანში ვერ მიიღო და დამატებითი სახსრები თავისუფალი აღმოჩნდა.

როგორ განაწილდება დამატებითი თანხები

გაიზარდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები გუდაურში ახალი საბაგიროების მონტაჟისათვის, ამასთან ენერგეტიკული პროექტების დონორული დაფინანსება შემცირდა.

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად მეტ სახსრებს მიიღებს.

პრემიერი: რეგიონული მართვის სისტემა არაეფექტურია >>

მეტ სახელმწიფო სახსრებს მიიღებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროც. სახსრები შემდეგნაირად განაწილდება - შემცირდება ენერგოეფექტური სკოლების პროექტის დონორული დაფინანსება და გაიზრდება სასწავლო გრანტების დაფინანსება, სპორტსმენებისათვის გასაცემი ფულადი ჯილდოების ფონდის მოცულობა, რაგბისა და კალათბურთის მხარდამჭერი ღონისძიებების დაფინანსება.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა სკოლების რემონტსა და მშენებლობაზე მილიონებს დახარჯავს

დამატებით თანხებს მიიღებს ასევე  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. თანხები 500 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოხმარდება.

თანხებს მიიღებს ასევე შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები. საგარეო საქმეთა სამინისტრო ლონდონსა და სტრასბურგში დიპლომატიური მისიებისათვის შენობებს შეიძენს, შსს-ში თანხები თანამშრომლების ხელფასების მომატებას მოხმარდება.

გარდა ამისა, აღჭურვილობაზე დამატებით სახსრებს მიიღებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

აგრეთვე დამატებით სახსრებს სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად რაიონები და ქალაქები მიიღებენ. ასე, მაგალითად, თბილისს თანხებს ახალი ავტობუსების შესაძენად გამოუყოფენ.

ყველა ახალი ამბავი
0