საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ვალუტა - ლარი
ეროვნული ვალუტა - ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2019 წელს პირველად გადააჭარბებს 13 მილიარდ ლარს.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა დაამტკიცეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომლის თანახმად, შემოსულობები დაახლოებით 12,9 მილიარდი ლარის დონეზეა დაგეგმილი.

ეს, 2018 წელთან შედარებით, თითქმის 422,8 მლნ ლარით მეტია.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა სკოლების რემონტსა და მშენებლობაზე მილიონებს დახარჯავს

კანონპროექტს მხარი 150-დან 91-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო ცხრა დეპუტატი.

„მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა. აღნიშნული მიზნის მიღწევა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით არის შესაძლებელი. ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია ინვესტიციების ზრდა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან. განვლილ პერიოდში სახელმწიფოს ინვესტიციები, ძირითადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიემართებოდა, თუმცა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში და თითოეული მოქალაქე ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტი ჩამოყალიბდა არა უწყებების დაფინანსების პრინციპით, არამედ ოთხი ძირითადი მიმართულების თვალსაზრისით: ადამიანური კაპიტალი, ფიზიკური კაპიტალი, ფინანსური კაპიტალი და უსაფრთხოება.

პროგნოზირებულ შემოსულობებში ყველაზე მეტი თანხა გადასახადებს ეთმობა. მოსალოდნელია, რომ გადასახადების გადამხდელები 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 9,7 მლრდ ლარით შეავსებენ. გრანტების სახით შეიძლება შემოვიდეს 332,7 მლნ ლარი.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის ბიუჯეტი მილიარდს გადააჭარბებს: როგორ დაიხარჯება თანხები

სულ ასიგნებები მოსალოდნელია 13 მილიარდ ლარზე მეტი ოდენობით. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი პირველად გადააჭარბებს ამ რიცხვს.

პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ხარჯების 30,5% წავა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე. სამინისტროს დაახლოებით 4 მილიარდი ლარიდან 2,7 მილიარდი ლარი სოციალურ დახმარებასა და საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება.

ბიუჯეტის მხრივ სიდიდით მეორე უწყებაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც 2 მილიარდ ლარს მიიღებს. მესამე ადგილზეა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 1,5 მლრდ ლარი.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოში 2019 წელს ეკონომიკური ზრდა 4,5%-ს შეადგენს, ხოლო წლიური ინფლაციის დონე – 3%-ს.

ყველა ახალი ამბავი
0