საქართველოში მთის ფაკულტეტი შეიქმნება

© photo: Government of Georgia / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023 წლებში“.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტი შეიქმნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ფაკულტეტის შექმნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მთის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შეუქცევადობის და მომავალში კიდევ უფრო მეტი რესურსის შესაძენად მიიღო.

თუშეთი - Sputnik საქართველო
რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს მთავრობა მაღალმთიან სოფლებს

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ფაკულტეტის სასწავლო პროგრამა მსოფლიო მასშტაბით არსებული სხვა მსგავსი სახელმწიფო პროგრამების ადეკვატური იქნება და მთის საჭიროებებს და პრობლემებს უპასუხებს.

„მთა არათუ არ უნდა დაცარიელდეს, არამედ, პირიქით, საცხოვრებლად უნდა გახდეს მაქსიმალურად კომფორტული და ეკონომიკურად მიმზიდველი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, მთის სტაბილური და შეუქცევადი განვითარებისთვის საჭირო გახდა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომლის პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობების და კოოპერაციების განვითარება, ბაზარზე პოპულარული პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023 წლებში“ ასევე ითვალისწინებს 2019 წელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე ყველა უშუქო სოფელში დაახლოებით 400-მდე ოჯახის ალტერნატიული ენერგიის წყაროებით უზრუნველყოფას.

სვანეთი - Sputnik საქართველო
რომელი სოფლები ისარგებლებენ მაღალმთიანი დასახლებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით

„უკვე იწყება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაცია. 2019 წელსვე დაიწყება წყალმომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის სტეფანწმინდასა და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა წაღვერში, ვალეში, მესტიაში, აბასთუმანში,  ბაკურიანსა და გუდაურში", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, უკვე 2020 წლისთვის ყველა მაღალმთიანი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება მობილური კავშირგაბმულობით და ინტერნეტით.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ამჟამად 1730 დასახლებას აქვს მინიჭებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0