საქართველოში ავტოავარიები გახშირდა

© Sputnik / Seyran Baroyanავტოავარია ქედაში
ავტოავარია ქედაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიკვდილიანობა გზებზე სერიოზული გამოწვევაა მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში იანვრიდან ოქტომბრამდე 2,3 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 23,28%-ით აღემატება, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად.

საქართველოში ავტოკატასტროფები გახშირდა - ექსპერტები განგაშს ტეხენ >>

262 შემთხვევაში ავტოავარიები ლეტალური შედეგით დასრულდა. შედარებისათვის, 2018 წლის ცხრა თვეში ტრაგიკულად 253 ავარია დასრულდა.

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მსოფლიოში წელიწადში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება, და ეს მაჩვენებელი იზრდება, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაში, რომელიც მსოფლიოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობას ეხება.

თბილისი - Sputnik საქართველო
ხელისუფლება ავტომობილების ტექდათვალიერებას ონლაინ-რეჟიმში დააკვირდება

კვლევის თანახმად, 5-დან 29 წლამდე ბავშვთა და ახალგაზრდების სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ტრავმები, რომლებიც სწორედ ავტოავარიების შედეგად არის მიღებული.

თუმცა, სიკვდილიანობის შემთხვევების საერთო რაოდენობის ზრდის მიუხედავად, სიკვდილიანობის კოეფიციენტები მსოფლიოს მოსახლეობის რიცხოვნობის მიმართ ბოლო წლებში დასტაბილურდა. კვლევის ავტორების თვალსაზრისით, სიტუაციის გამოსწორებას ხელს უწყობს ზომები, რომელიც მიღებულია შემოსავლების საშუალო და მაღალი დონის მქონე ქვეყნებში.

„გადამწყვეტი პოლიტიკური ზომები და მათი შესრულების უზრუნველყოფა, გზების სწორი მშენებლობა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით მძლავრი კამპანიები - ამ ყველაფერმა უახლოეს ათწლეულებში მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“, - განაცხადა ბლუმბერგის საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა და ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ჯანმო-ს ელჩმა მაიკლ ბლუმბრგმა.

ქუჩები თბილისში, სადაც დღეიდან სიჩქარის კონტროლის სექციები ამოქმედდა >>

იმ ქვეყნებში, სადაც პროგრესი შეინიშნება, წარმატება უდიდეს წილად განპირობებულია კანონების დახვეწით რისკის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების მიმართ, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, უსაფრთხოების ღვედების, მოტოციკლეტის ჩაფხუტების და საბავშვო სავარძლების გამოყენება. ასევე მიღწეულ პროგრესს განსაზღვრავს ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაძლიერება, სატრანსპორტო საშუალებებზე სტანდარტების გაუმჯობესება და ავარიების შემდგომ სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლება.

ხელის რადარები - Sputnik საქართველო
ხელის რადარებს პოლიცია პირველად „საქართველოს სამხედრო გზაზე“ გამოიყენებს

მსგავსმა ზომებმა საშუალო და მაღალი შემოსავლის დონის მქონე 48 ქვეყანაში ხელი შეუწყო სიკვდილიანობის შემცირებას.

არ შეცვლილა სიტუაცია დაბალი შემოსავლის დონის მქონე ქვეყნებში, სადაც სიკვდილის რისკი სამჯერ აღემატება მაღალი შემოსავლის დონის მქონე ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს.

სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკაშია - 26,6 შემთხვევა 100 ათას ადამიანზე. ყველაზე დაბალი კი ევროპაშია - 9,3 შემთხვევა 100 ათას ადამიანზე.

ყველა ახალი ამბავი
0