ხელის რადარებს პოლიცია პირველად „საქართველოს სამხედრო გზაზე“ გამოიყენებს

გამოწერა
სიჩქარის მზომი ხელის რადარების გამოყენება საპატრულო პოლიციის 18 თანამშრომელს ასწავლეს.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. პოლიცია სიჩქარის მზომი ხელის რადარების გამოყენებას დეკემბრიდან მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე დაიწყებს, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხელის რადარები განკუთვნილია საავტომობილო გზის იმ მონაკვეთებისთვის, სადაც არ არის „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები, ფიქსირდება გადაჭარბებული სიჩქარე და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მაღალია.

სიჩქარის მზომი 9 რადარი საჩუქრად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცველ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურომ (INL) გადასცა. საპატრულო პოლიციის 18 თანამშრომელს ამერიკელი ინსტრუქტორები ტექნიკის გამოყენებას ოთხი დღე ასწავლიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0