საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში გაიმართება

© photo: AFP 2020 / VANO SHLAMOVსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მოწვეულთა შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იქნება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია 16 დეკემბერს თელავში ჩატარდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სად გაიმართება საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია>>>

აღნიშნული ინფორმაცია თავად სალომე ზურაბიშვილმაც დაადასტურა. ინაუგურაცია, სავარაუდოდ, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, მოწვეულთა შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იქნება.

„როგორც უკვე გაიგეთ სხვებისგან, (ინაუგურაცია) თელავში ტარდება, მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ შეძლებს ჩამოსვლას", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უქმდება

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი წარმოთქვამს საპროგრამო სიტყვას და დებს ფიცს. აღნიშნული ცერემონია იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. ბოლო პრეზიდენტის უფლებამოსილება კი წყდება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა იმის გამო, რომ 28 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაში მონაწილე 25 კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო ხმების 50%-ზე მეტის მოგროვება, რაც გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო. მეორე ტურში პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერდა, ხმების 59,52% მოიპოვა. მისმა მოწინააღმდეგე გრიგოლ ვაშაძემ კი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა – 40,48%.

კობახიძე: ხელისუფლების გეგმაშია მომზადება ინაუგურაციისთვის და 2020 წლის არჩევნებისთვის>>>

საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი ექვსი წლის ვადით აირჩია. ეს იყო ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო მეთაური პირდაპირი წესით აირჩიეს. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც მომავალში საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი 37,74%.

 

ყველა ახალი ამბავი
0