სად გაიმართება საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია

© AP Photo / Shakh Aivazovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინაუგურაციის ცერემონია 16 დეკემბერს არის დაგეგმილი.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიის ჩატარების ადგილად ორი ვარიანტი განიხილება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პირველი ვარიანტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს, მოქმედი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაა.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი პრეზიდენტის უფლებები და მოვალეობები

მეორე ვარიანტია თბილისში პარლამენტის შენობის ეზო, სადაც თავის დროზე გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია ჩატარდა.

ზურაბიშვილი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ არის ინაუგურაციის ჩატარების ადგილი.

უფრო ადრე ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინაუგურაციის ცერემონია თბილისის ფარგლებს გარეთ გაიმართება. კერძოდ, ვარაუდობდნენ, რომ ღონისძიება, შესაძლოა, ფოთში გამართულიყო.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 59,52%-ით გაიმარჯვა. მასთან ერთად არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0