ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალიც გაზარდა

გამოწერა
ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის კიდევ ერთი „სიკეთე“.

თემურ იოსელიანი

ლარის გაუფასურება, გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანის ჯიბეს „ურტყამს“, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, იმ მოქალაქეებსაც ეხება, ვინც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეა. ლაპარაკია სახელმწიფო ვალების მორიგ ზრდაზე, რისი მიზეზიც სწორედ ლარის გაუფასურებაა. ოქტომბერში სახელმწიფო ვალი 344 მლნ ლარით გაიზარდა. მართალია, საგარეო სახელმწიფო ვალი $28 მლნ-ით შემცირდა, მაგრამ ოქტომბერში ლარის კურსის გაუფასურების გამო ლარში გამოსახული საგარეო ვალი 347 მლნ ლარით გაიზარდა. ოქტომბერში საშინაო სახელმწიფო ვალი 3 მლნ ლარით შემცირდა და მატების საბოლოო რიცხვიც 344 მილიონი ლარით დაფიქსირდა.

წინასაარჩევნო კომპანია - Sputnik საქართველო
სესხების განულება თუ მორიგი „უფასო ფული“ ამომრჩეველს

ახლა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნოემბრის დასაწყისიდან მოყოლებული, ლარმა ოქტომბრის შედეგი „გააუმჯობესა“ და უარესად გაუფასურდა, სახელმწიფო ვალის კიდევ უფრო გაზრდის საფუძველიც აშკარაა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 სექტემბერს 1 აშშ დოლარი 2.57 ლარი ღირდა, 1 ოქტომბერს დოლარის კურსმა 2.61 ლარს გადააჭარბა, თვის ბოლოს კი 2.70-ს აღემატებოდა. როგორც უკვე ვთქვით, გაუფასურება გაგრძელდა ნოემბერშიც და 8 რიცხვში, სებ-ის კურსით, 1 დოლარი უკვე 2.76 ლარზე მეტი ღირდა. მომდევნო დღეებში ლარი შედარებით გამყარდა, თუმცა, თვის ბოლოს ისევ დაღმართს დაუყვა და კურსმა 2.69-ს მიაღწია. საბოლოოდ, ოქტომბერში 1 დოლარის საშუალო კურსმა 2.6608 ლარი შეადგინა, როცა სექტემბერში თვის საშუალო კურსი 2.6098 ლარი იყო. ნოემბრის საშუალო კურსი კი უკვე 2.6970-ია... ასე რომ, „სიურპრიზები“ კვლავ გველის.

სახელმწიფო ვალს რომ დავუბრუნდეთ, 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ის 17.5 მილიარდი ლარია, როცა ზუსტად ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 16.5 მილიარდი ლარი იყო. ამჟამინდელი სახელმწიფო ვალი შედგება საგარეო სახელმწიფო ვალის 13.8 მილიარდი ლარისგან და საშინაო სახელმწიფო ვალის 3.7 მილიარდი ლარისგან.

თბილისი - Sputnik საქართველო
ლარის ბოლოდროინდელი ვარდნის მიზეზები

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 72% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 2,897 მილიარდი ლარი; აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 1,885 მილიარდი ლარი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 2,111 მილიარდი ლარი. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი - 738 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 566 მლნ ლარით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი კი, 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 336.192 მლნ ლარს შეადგენს.

ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 44.3%-ია, ხოლო 2017 წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 44.7% იყო. თუ გავიხსენებთ „თავისუფლების აქტს“, იქ არსებული ჩანაწერის მიხედვით, სახელმწიფო ვალი არ შეიძლება მშპ-ის 60%-ს აღემატებოდეს. როგორც ვხედავთ, ამ მხრივ ჯერ საგანგაშო ზღვარისთვის ვალს არ მიუღწევია, თუმცა, რამდენიმე წლის წინ უკეთესი ბალანსი იყო. 

ვალთან დაკავშირებული ბოლო წლების ტენდენცია ასახულია გრაფიკზე.

© Sputnik / Konstantin Ivanovსაქართველოს სახელმწიფო ვალის ზრდა
ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალიც გაზარდა - Sputnik საქართველო
საქართველოს სახელმწიფო ვალის ზრდა

დაგეგმილია შიდა ვალის ზრდა

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობამ წინა წლებში აღებული 935 მლნ ლარის ვალის ძირი თანხა უნდა დაფაროს.

ყველა გადასახდელის დასაფინანსებლად მთლიანობაში მთავრობას 2.160 მლრდ ლარის ვალის აღება აქვს დაგეგმილი. 500 მლნ ლარის საშინაო ვალს აიღებს, ხოლო 1.660 მლრდ ლარის საგარეო ვალს.

სოფელი კოთელია - Sputnik საქართველო
ორი წლის წინ გაუქმებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მომავალი წლიდან განახლდება

შიდა ვალი არის ის თანხა, რასაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით კომერციული ბანკებიდან მოიზიდავს. მთავრობა ამ ვალს 1, 2, 5 და 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით იღებს.

საგარეო ვალისგან განსხვავებით, რომელიც უმეტეს შემთხვევაში კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებთან არის მიბმული, შიდა ვალს კონკრეტული მიზნობრიობა არ აქვს და ის სახელმწიფოს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას ხმარდება.

შიდა ვალი სამთავრობო ხარჯების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ ბოლო წლების განმავლობაში იქცა. მთავრობამ მაქსიმალური 570-570 მილიონის მოცულობის შიდა ვალი 2014-2015 წლებში აიღო. 2017-2018 წლებში შიდა ვალი 400-400 მილიონ ლარს შეადგენდა.

დღევანდელი მდგომარეობით, 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 7.4%-ია, 2-წლიანის – 7.2%, 1-წლიანის კი 7.1%. ორი წლის წინ, საქართველოში სავალუტო კრიზისის პიკზე მთავრობას შიდა ვალის აღება მკვეთრად გაუძვირდა და მან 5-წლიან ფასიან ქაღალდებზე 14%-ს, ხოლო 2-წლიანი და 1-წლიანი ობლიგაციების შემთხვევაში 10%-ს გადააჭარბა. მას შემდეგ ვალის საპროცენტო განაკვეთი თითქმის განახევრდა.

Посетители кафе сидят за столиками на улице - Sputnik საქართველო
რა მიზანი აქვს „ცხოვრების გაიაფებას“

შიდა ვალი ყველაზე იაფი 2013 წელს, სავალუტო კრიზისის დაწყებამდე იყო, რისი უმთავრესი მიზეზიც ქვეყანაში შედარებით შერბილებული მონეტარული პოლიტიკა იყო. ამ დროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3.75%-ს შეადგენდა, ხოლო 1-წლიანი სახაზინო ობლიგაციის განაკვეთი 4.1% იყო.

2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი შიდა ვალი 3 მილიარდ ლარს აღემატება. მთავრობას ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი – 2.6 მილიარდი ლარი ქართული კომერციული ბანკებისა მართებს. მთავრობას 350 მილიონი ლარი მართებს ეროვნული ბანკისაც.

რაც შეეხება ვალის სხვა მფლობელებს, ფიზიკური პირების საკუთრებაში სულ 40 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო ვალია.

წლების მიხედვით შიდა ვალის მოცულობები ასე გამოიყურება:

2010 წელი - 172 მილიონი ლარი

2011 წელი - 91 მილიონი ლარი

2012 წელი - 58 მილიონი ლარი

2013 წელი - 150 მილიონი ლარი

2014 წელი - 573 მილიონი ლარი

2015 წელი - 572 მილიონი ლარი

2016 წელი - 379 მილიონი ლარი

2017 წელი - 400 მილიონი ლარი

2018 წელი - 400 მილიონი ლარი

თბილისი - Sputnik საქართველო
თუ ასე გაგრძელდა, საერთოდ გავქრებით როგორც ქვეყანა...

როგორც ჟურნალი „ტაბულა“ წერს, კომერციული ბანკებიდან ფულის სესხების ზრდით შიდა ვალის ზრდა ბიზნეს-გარემოს აზარალებს. იმის გამო, რომ სასესხო რესურსი შეზღუდულია, როდესაც მთავრობა დიდი მოცულობით იღებს ვალს ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან, ამ დროს ის გარკვეულ კონკურენციაში შედის ქართულ ბიზნესთან, რომლისთვისაც ადგილობრივი ბანკების კრედიტი დაფინანსების უმთავრესი წყაროა. ასე რომ, შიდა ვალის ზრდა ბიზნესსაც აზარალებს და ბიუჯეტსაც, მოგებული მხოლოდ ჩინოვნიკები და კომერციული ბანკები რჩებიან. ერთნი ნასესხებ ფულს ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებისთვის იყენებენ, მეორენი კი ფულის გასესხებას რისკის გარეშე ახერხებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0