პირობა შესრულდება - საბანკო ვალების ჩამოწერის პროცესი მალე დაიწყება

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვალების ჩამოწერის დადებული პირობა აუცილებლად შესრულდება

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების  ბანკის, მიკროსაფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციების ვალების ჩამოწერა 15 დეკემბერს დაიწყება, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

პროცესი 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„შავსიელები" კრედიტების ჩამოწერის შესახებ ინფორმაციას 3 დეკემბრიდან გაეცნობიან >>

ვალები „შავ სიაში“ მოხვედრილ ადამიანებს ჩამოეწერებათ. „შავ სიაში" შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება. „შავ სიაში“ მოხვედრილ მოქალაქეებს სესხს არცერთი ბანკი აღარ აძლევთ.

„სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ჩამოსაწერი სესხების მონაცემების მოწოდება მიმდინარეობს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - Sputnik საქართველო
შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის მესამედი ვალებშია

საუბარი 1,5 მილიარდ ლარს ეხება, რომლითაც დაიფარება საფინანსო ორგანიზაციების წინაშე 600 ათასი მოქალაქის საბანკო დავალიანებები.

ამ ვალების ჩამოწერას ითავებს „ქართუ ბანკი“, რომლის დამფუძნებელია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

ხუციშვილის თქმით, ყველა ჩამოსაწერ ვალზე ინფორმაცია აისახება ერთიან ონლაინ-ბაზაში და თითოეული მოქალაქე იქ თავისი მონაცემების გადამოწმებას შეძლებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იმ საფინანსო ორგანიზაციებს, რომლის ვალიც აქვთ.

საქართველოს პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა >>

ვალები ჩამოეწერებათ იმ პირებს, ვინც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. საუბარია იმ ადამიანებზე, ვისაც კრედიტი მის განულებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე აქვს აღებული და პროცენტი არცერთხელ არ გადაუხდია და ასევე თუ აღებული კრედიტის ძირითადი ოდენობა პროცენტებისა და ჯარიმების ჩათვლის გარეშე 2 000 ლარს არ აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0