საქართველოს პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა

© Sputnik / Alexander Imedashviliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ოპოზიციის ყველა მცდელობა ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები, კრახისთვისაა განწირული.

თბილისი,  30 ნოემბერი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში  ამომრჩეველს მაღალი აქტივობისთვის, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„სულელური მოთხოვნები" თუ აუცილებლობა – პოლიტიკოსები დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ>>>

საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, რომელსაც მხარს უჭერდა მმართველი პარტია. მან ხმების 59,52% მიიღო. მისმა კონკურენტმა გრიგოლ ვაშაძემ კი, რომელიც ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ დაასახელა კანდიდატად, 40,48%.

 „არჩევნებზე ძალიან მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გადავუხადო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა ცესკოსა და უწყების  ყველა თანამშრომელც არჩევნების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა, ამასთან განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისადმი.

 „აღვნიშნავ, რომ ბევრ მათგანს თავად ვთხოვე დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდა და დიდი მადლობა, რომ დამკვირვებლები როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში ყველა საარჩევნო უბნებზე დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი“, – განაცხადა ბახტაძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა შსს–ს  მაღალი პროფესიონალიზმისთვის. ბახტაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად პროვოკაციებისა და ექსცესებისა, პოლიციამ სამაგალითოდ შეასრულა თავისი მოვალეობა. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„საქართველოს მეთაურად ფრანგი ქალი აირჩიეს": ზურაბიშვილი - ტოპ-თემა მსოფლიო მასმედიაში

 „მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ვერავინ შეძლებს ჩრდილი მიაყენოს ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს. ყოველი  მცდელობა ეჭვქვეშ დააყენონ არჩევნების შედეგები, განწირულია კრახისთვის. რა თქმა უნდა, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, ეს კონსტიტუციითა და კანონით დაცულია. თუმცა, ამავე დროს თუ ვინმე ეცდება ვითარების დესტაბილიზაციას,  შესაბამის კანონიერი პასუხი გაეცემა“, – აღნისნა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ტრადიცია დაამკვიდრა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასეს>>>

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ექსცესებსა და პროვოკაციებს, მათ არჩევნების შედეგებზე გავლენა ვერ მოახდინეს, რასაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დადებითი დასკვნები, და ოპონენტებმა რაც არ უნდა ეცადონ, ამ სურათს ვერავინ შეცვლის“, – განაცხადა ბახტაძემ. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: ვულოცავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

მისი სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლებამ დამკვირვებლებისგან რეკომენდაციები მიიღო და ისინი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება.

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ უარი განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  შედეგების აღიარებაზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა, და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით კვირას, თბილისის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა.

ოპოზიცია გეგმებზე საუბრობს - „ძალა ერთობაშია“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს>>>

ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებმა საკუთარი სამოქმედო გეგმები გუშინ გაახმოვანეს, როდესაც თბილისის საკონცერტო დარბაზში საკუთარ  მხარდამჭერებთან გამართეს შეხვედრა. შეკრებილთ ინტერნეტის საშუალებით ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა, რომელმაც ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ  რამდენიმე წუთში მომხრეებს „მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ“ მოუწოდა. ოპოზიციამ ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებასა და მოსყიდვაში დაადანაშაულა.

ყველა ახალი ამბავი
0