კობახიძე: ზურაბიშვილის გამარჯვება დღესავით ნათელია

© photo: Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურ შედეგებს ელოდებიან, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება დღესავით ნათელია

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს – ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რომლებიც რეალურად ოქმების შედეგებს ეფუძნება, ზურაბიშვილს აქვს 65%, ხოლო ვაშაძეს – 35%.

მისი თქმით, პრაქტიკულად, რეალური შედეგებით, რომლებიც ოქმების მონაცემებს ეყრდნობა – დათვლილია 630 უბნის შედეგები, 290 ათასი ხმა, ანუ საერთო ხმების 15%–ზე მეტი – სალომე ზურაბიშვილს აქვს 188 103 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 102 735 ხმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურ შედეგებს ელოდებიან, ზურაბიშვილის გამარჯვება დღესავით ნათელია.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ

ქართული ტელეკომპანიების Rustavi2 და Imedi დაკვეთით მომზადდა ეგზიტპოლები და ორივეს შედეგებით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით ეგზიტპოლი მოამზადა ამერიკულმა კომპანია Edison Research–მა. ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 45%. შედეგები მომზადდა 17 საათის მონაცემებზე დაყრდნობით.

ტელეკომპანია Imedi–ს დაკვეთით საერთაშორისო ასოციაცია  Gallup International-ის მიერ მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 18:00 საათისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 42%.

მამუკა ბახტაძე: „მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას ქვეყანაში“>>

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოდნენ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და გრიგოლ ვაშაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი.

მეორე ტურში საარჩევნო ზღვარი არ არსებობს – გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0