სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.

პირდაპირი ჩართვა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბიდან - Sputnik საქართველო
LIVE: პირდაპირი ჩართვა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შტაბიდან

„მივესალმები მთელ საქართველოს, ყველას, ვინც ახლა გვისმენს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღე, როდესაც გაკეთდა პრინციპული არჩევანი და რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მომავლისათვის. 

ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცედ უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას.

ვაპირებ დავიწყო დიალოგი საზოგადოების იმ ნაწილთან, ვინც დღეს ხმა არ მოგვცა და არ არის ჩვენი თანამოაზრე, რადგან ჩვენ ყველანი ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ. გპირდებით, ყველაფერს ვიღონებ ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარებისათვის...

როგორ შეხვდნენ გრიგოლ ვაშაძის შტაბში არჩევნების პირველ შედეგებს - Sputnik საქართველო
LIVE: პირდაპირი ჩართვა გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო შტაბიდან

მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნები მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა და ეს უზრუნველყო საქართველოს ხელისუფლებამ... 

მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემ გვერდით იდგა, მადლიერი ვარ პარტია „ქართული ოცნების, რომელმაც მხარი დამიჭირა, ჩემი ოჯახის, შვილების, რომელთაც განმიმტკიცეს რწმენა, რომ არასდროს არ უნდა დანებდე.

ვულოცავ საქართველოს დღევანდელ დღეს!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 17:00 საათისთვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55 % მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 45%. საერთაშორისო ასოციაცია Gallup International-ის მიერ ტელეკომპანია Imedi-ს დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 18:00 საათისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 42%

 

ყველა ახალი ამბავი
0