მამუკა ბახტაძე: „მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას ქვეყანაში“

© Sputnik / Alexander Imedashviliწინასაარჩევნო ბანერი სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად - მამუკა ბახტაძე
წინასაარჩევნო ბანერი სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად - მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ჩვენთვის, როგორც მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც პირველი ტურის, ასევე მეორე ტურის შედეგები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ ხალხისგან გზავნილი მივიღეთ. დღეს არ არის ის დრო, რომ ზეიმისთვის დავკარგოთ. ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას ქვეყანში, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გადავლახოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს ჩვენი მიზანია და ამას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმატების გზისკენ წავიყვანთ

საქართველოს პრემიერმინისტრმა სალომე ზურაბიშვილს არსებული შედეგები მიულოცა.

Edison Research-ის მიერ ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 17:00 საათისთვის სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 45%.

საერთაშორისო ასოციაცია Gallup International-ის მიერ ტელეკომპანია Imedi-ს დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, კი 18:00 საათისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 42%.

მეორე ტურის გამართვა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ზე მეტი ხმის მიღება. ამჯერად გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, ვინც ხმების მეტ რაოდენობას მოიპოვებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა - შედეგების მოლოდინში >>

პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა და  სალომე ზურაბიშვილი.

ამჟამინდელ არჩევნებზე აქტიურობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო. 17:00 საათისათვის ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 47,31%-მა მისცა, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ადამიანს შეადგენს. პირველი ტურის მონაცემებს თუ შევადარებთ, მაშინ 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 38,16% (1337284) შეადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0