საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა - შედეგების მოლოდინში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპრეზიდენტო არჩევნები - 2018. მეორე ტური
საპრეზიდენტო არჩევნები - 2018. მეორე ტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
Edison Research-ის მიერ ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 17:00 საათისთვის სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 45%.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საარჩევნო უბნები საქართველოში ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იგებს.

ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 17:00 საათისთვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55 % მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 45%.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმატების გზისკენ წავიყვანთ

საერთაშორისო ასოციაცია Gallup International-ის მიერ ტელეკომპანია Imedi-ს დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 18:00 საათისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 42%.

მეორე ტურის გამართვა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ზე მეტი ხმის მიღება. ამჯერად გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, ვინც ხმების მეტ რაოდენობას მოიპოვებს.

პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა და  სალომე ზურაბიშვილი.

ამჟამინდელ არჩევნებზე აქტიურობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო. 17:00 საათისათვის ხმა საერთო ამომრჩეველთა რაოდენობის 47,31%-მა მისცა, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ადამიანს შეადგენს. პირველი ტურის მონაცემებს თუ შევადარებთ, მაშინ 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 38,16% (1337284) შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0