დავით ბაქრაძე: „ჩვენს გადაწყვეტილებას სამომავლო გეგმებზე ახლო მომავალში გაცნობებთ“

© FB / David Bakradzeდავით ბაქრაძე არჩევნებზე
დავით ბაქრაძე არჩევნებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედგები შეაფასა

 თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. არჩევნების პროცესი იყო მძიმე და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის, განაცხადა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი და მთლიანად პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ამ ქვეყნის მომავლის წინაშე გვექნება შესაბამისი კონსულტაციები, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებთანაც“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ზურაბიშვილის გამარჯვება დღესავით ნათელია

რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნების შეფასებას და პარტია „ევროპული საქართველოს“ სამომავლო გეგმებს, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიაში ძალიან კარგად აცნობიერებენ შექმნილ ვითარებაში რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალას.

„ჩვენ დაველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგებს, დაველოდებით ცესკოს საბოლოო გადაწყვეტილებას. გვექნება კონსულტაციები მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო დამკვირვებლებთან და აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას სამომავლო გეგმებზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველო“ 2017 წლის დასაწყისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერებმა შექმნეს, რომლებმაც პარტია სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვეს. სააკაშვილმა, რომლის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველო 2013 წლის ბოლოს დატოვა და თავის თანამოაზრეებს უცხოეთიდან მოძღვრავდა.

ყოფილი თანამოაზრეები მას შემდეგ შერიგდნენ, რაც „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 11% მოიპოვა, თავის მომხრეებს მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ წევრი და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელია.

საპრეზიდენტო არჩევნები-2018. მეორე ტური - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნებზე 20:00 საათისათვის აქტივობამ 56,23% შეადგინა

მეორე ტურის გამართვა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ზე მეტი ხმის მიღება. ამჯერად გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, ვინც ხმების მეტ რაოდენობას მოიპოვებს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართა.

Edison Research-ის მიერ ტელეკომპანია Rustavi 2-ის დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 17:00 საათისთვის სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 45%.

საერთაშორისო ასოციაცია Gallup International-ის მიერ ტელეკომპანია Imedi-ს დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, კი 18:00 საათისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 42%.

ყველა ახალი ამბავი
0