ცესკოში სულ 261 საჩივარი შევიდა

© Sputnik / STRINGERცესკო-ს პრესსპიკერი ანა მიქელაძე
ცესკო-ს პრესსპიკერი ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჩივრები ძირითადად საარჩევნო კომისიის წევრების დასჯის მოთხოვნას გულისხმობს

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ცესკო-ში ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და საარჩევნო სუბიექტებმა დღის განმავლობაში სულ 261 საჩივარი შეიტანეს, განაცხადა ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები-2018. მეორე ტური - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნებზე 20:00 საათისათვის აქტივობამ 56,23% შეადგინა

საქართველოში 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც კანდიდატად ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია" დაასახელა და მმართველო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი. ორი ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, არჩევნებში ზურაბიშვილი იმარჯვებს.

„საჩივრების უმეტესობის ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ასევე, ერთეულ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მიქელაძის თქმით, ყველა საჩივარს საარჩევნო ადმინისტრაცია განიხილავს კანონით დადგენილი წესითა და ვადებით.

ზურაბიშვილი იმარჯვებს - ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდა >>

არჩევნების მიმდინარეობას ყურადღებით აკვირდებიან ჟურნალისტები, დამკვირვებლები ოპოზიციიდან, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0