ზურაბიშვილი იმარჯვებს - ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბანზე
სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგზიტპოლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა 57% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 43%.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. GALLUP INTERNATIONAL-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 57%, გრიგოლ ვაშაძეს კი 43% აქვს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

GALLUP INTERNATIONAL-მა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლი ტელეკომპანია Imedi-ს დაკვეთით ჩაატარა.

ეგზიტპოლის შედეგებში შესაძლო ცდომილება 2%-ია. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 11723 რესპოდენტი. მონაცემები ეყრდნობა 20:00 საათის ჩათვლით მიღებულ პასუხებს.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: ზურაბიშვილის გამარჯვება დღესავით ნათელია

კვლევის საველე სამუშაოები ACT-მა ჩაატარა. გამოკითხვა 08:00 საათიდან 20:00-მდე მიმდინარეობდა.

გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება ასეთი იყო:

1. ვის მიეცით ხმა დღეს? ა) 5. გრიგოლ ვაშაძე ბ) 48. სალომე ზურაბიშვილი.

2. ვის მიეცით ხმა პირველ ტურში? ა) გრიგოლ ვაშაძე, ბ) სალომე ზურაბიშვილი, გ) დავით ბაქრაძე, დ) სხვა კანდიდატი, ე) არ ვყოფილვარ არჩევნებზე.

ტელეკომპანია Imedi–ს დაკვეთით საერთაშორისო ასოციაცია  Gallup International-ის მიერ მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 18:00 საათისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 42%.

სალომე ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ >>

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოდნენ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და გრიგოლ ვაშაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათისათვის 56,23% (1 975 845) შეადგინა. 

მეორე ტურში საარჩევნო ზღვარი არ არსებობს – გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0