ყველაზე ბინძური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში: ვინ დარჩება მოგებული

© Sputnik / Alexander Imedashviliწინასაარჩევნო კამპანია
წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტები ამბობენ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ყველაზე გამორჩეული იყო - „სიბინძურით"

„მოღალატე“, „მახინჯი“, „სისხლიანი", „არ იცის ქართული ენა“, ოჯახის წევრებზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, უცენზურო სიტყვების გამოყენება, - ასეთი იყო საპრეზიდენტო კანდიდატების თავს დატეხილი იმ ეპითეტების არასრული ნუსხა, რომელიც შავ ზოლად გასდევდა მთელ წინასაარჩევნო კამპანიას და რომელმაც მოსახლეობის ნერვებზე არც თუ ისე სასარგებლო გავლენა მოახდინა. საერთაშორისო ორგანიზაციები, ალბათ, რამდენიმე კვირაში დადებენ ანგარიშს, როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო და არჩევნების პროცესმა საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მხრივ ნაკლებად გვაქვს რაიმე საამაყო და ევროპული, სადაც კანდიდატები ნამდვილად არ იყენებენ ოპონენტების მიმართ მსგავს ეპითეტებს.

თბილისი - Sputnik საქართველო
პროგნოზები არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ანუ ერთი ქვეყნის ორი რეალობა

ფარული ჩანაწერების ომი, ლუსტრაცია მოწინააღმდეგეთა ბანაკში და კიდევ - უცხო ქვეყნის მოქალაქეების აქტიური ჩართულობა პროცესში. ეს ამ არჩევნების კიდევ ერთი ნიშანი იყო. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არც მალავს, რომ დღეში 50-მდე ადგილას ერთვება სკაიპით თუ ტელეფონით.  ბუნებრივია, ეს საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, თან ძალიან აქტიურის, ჩართვის დადასტურებული ფაქტია, მაგრამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე იმდენი ხანია, გასულია სამართლებრივი სივრციდან, რომ ძნელი სათქმელია, მოხდება თუ არა მის ამ ქმედებაზე რეაგირება.

ცალკე თემაა ის, რომ ამ პროცესში მედიაც სერიოზულად დაზარალდა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ „რუსთავი-2“ ნაციონალური მოძრაობის ღია პროპაგანდას ეწეოდა, ახლა ისინი ამას აღარც მალავენ და არც ობიექტურობაზე დებენ თავს. საინტერესოა, რომ მის თემებს სასწრაფოდ აიტაცებს და სოციალურ ქსელში ავრცელებს რამდენიმე სააგენტო. შედარებით მორცხვად იქცევიან ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიები. თუმცა ძნელად თუ იტყვის ადამიანი რომელიმე მათგანზე, რომ ნეიტრალურია. ამ ნიშის დაკავება, როგორც ჩანს, ტელეკომპანია „პირველს“ სურს.

საარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
რა სარგებლობა მოაქვს არჩევნებს?

როგორ აფასებენ ექსპერტები მიმდინარე საარჩევნო კამპანიას? როგორც ყველაზე დაძაბულსა და სავსეს წესების დარღვევით. არჩევნები მალე დასრულდება და დარჩება ასობით ადამიანი, რომელთაც შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს.

ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია თავიდან წამგებიანი თემებით დაიწყო - ეს იყო ომის დაწყების თაობაზე განცხადება და ასევე რუსი სამშვიდობოების გაყვანის თემა. თუმცა უდავოდ დასაფასებელია ზურაბიშვილის მოთმინება და ის, რომ მას პირადად არც ერთი შეურაცხმყოფელი განცხადება არ გაუკეთებია. მეორე ტურში, როცა საარჩევნო კამპანია მთლიანად ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაჟღერებული პოზიტიური სოციალური თემებით გადაიფარა, აშკარად გამოიკვეთა სახელისუფლებო კანდიდატის უპირატესობა.

ნოდარ სარჯველაძის თქმით, ხელისუფლებამ მოახერხა და გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული ძალა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გააიგივა, რითაც ოპოზიციური კანდიდატი დაასუსტა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
რამდენად აწყობს ოპოზიციის გამარჯვება „ქართულ ოცნებას"

რაც შეეხება სახელისუფლებო პიარს, არც მათ დააკლეს გრიგოლ ვაშაძეს განსაკუთრებით სოციალურ ქსელში გაშავება, თუმცა ძირითადად აქცენტი მაინც ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებებსა და გამწარებულ ხალხზე გაკეთდა. როგორც ჩანს, ეს ბოლო არჩევნებია, როცა ასეთი რამ იმუშავებს. 2020 წლისათვის კი ახალი ნარატივია მოსაფიქრებელი, რომელიც ძირითადად პოზიტიურ ცვლილებებზე იქნება აგებული.

ექსპერტი მამუკა არეშიძე, გარდა იმისა, რომ აშკარად ნეგატიურ კამპანიაზე ამახვილებს ყურადღებას, ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ გუნდში დიდ წმენდას ჩაატარებს.

იარლიყების მიკერებაზე ამახვილებს ყურადღებას თინა ხიდაშელიც. მისი თქმით, თუ სააკაშვილის სტილი იყო, ვინც არ მოსწონდა, ყველასათვის რუსეთის აგენტობა დაებრალებინა, ხელისუფლება თავის მხრივ, ყველას, ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, აბრალებს, რომ ნაციონალები აფინანსებენ, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებას ნამდვილად არ წაადგება.

პრეზიდენტის სასახლე თბილისში - Sputnik საქართველო
არჩევნები დასრულდება ― მშვიდობის გეშინოდეთ!

მოკლედ, ამ საპრეზიდენტო კამპანიის „პიარ-სპეციალისტებმა“ არ დატოვეს არაფერი წმინდა, რასაც არ შეეხნენ. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ მეორე ტურისათვის თავისი ამომრჩევლის მობილიზება მოახერხა. ყველა, ვისაც გადაადგილება შეუძლია, არჩევნებში მონაწილეობას და რეგიონებში ჩასვლას აპირებს. ეს კი ძირითადად ოცნებაზე განაწყენებული და ინერტული ამომრჩეველია. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც აღიარებს, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილის უპირატესობა იკვეთება. დიდი დრო აღარ დარჩა იმისათვის, რომ ამ პროგნოზების რეალობა შევიტყოთ.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0