რამდენად აწყობს ოპოზიციის გამარჯვება „ქართულ ოცნებას"

გამოწერა
წილი ნაყარია, გადაწყვეტილება – მიღებული. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება.

ისიც ფაქტია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას და „რუსთავი 2“-ს ცესკოში კარგი ინფორმატორები ჰყოლიათ, რადგან კვირაზე მეტია, ამ თარიღს აანონსებენ. როგორც ვაშაძის მომხრეები ამბობენ, ამით უცხოეთში მყოფ საქართველოს 14 ათასზე მეტ მოქალაქეს, რომელიც ხმის მიცემას აპირებს, არჩევნებში მონაწილეობა გაურთულდებათ. სხვათა შორის, ამის გამო წუხილი სახელისუფლებო ძალის პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაც გამოთქვა.

არადა, როგორც კი ცესკოს სხდომა 14 ნოემბერს დაინიშნა, მყისვე ითქვა, რომ ეს 28 ნოემბერს არჩევნების გამართვას ნიშნავდა, თუმცა სხდომის გადადებამ და გავრცელებულმა ხმებმა, რომ თამარ ჟვანია ბიძინა ივანიშვილს ხვდებოდა, სიტუაციას მეტი დრამატულობა მიანიჭა. საოცარია, ვის სჭირდებოდა ასეთი პანიკა მაშინ, როცა არჩევნების თარიღის შესათანხმებლად 21-ე საუკუნეში რატომღაც პირადი შეხვედრის გარდა სხვა გზა ვერ მოიფიქრეს.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

არასამთავრობო სექტორი გუშინ დილიდან მოუწოდებდა ხელისუფლებას და ცესკოს, არ დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს.

იურისტმა კოტე ჩოკორაიამ კანონის ანალოგიით ინტერპრეტაციაც კი შემოგვთავაზა, რაც იმას გულისხმობს, რომ რადგან საარჩევნო კანონში არაფერია ნათქვამი მეორე ტურის დღის შესახებ, ხოლო პირველი ტური კვირას უნდა გამართულიყო, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურიც ანალოგიურად უნდა დაინიშნოს.

თუმცა ცესკომ არჩევნებიც დანიშნა და 28 ნოემბერიც უქმე დღედ გამოცხადდება...

არჩევნები - Sputnik საქართველო
არასამთავრობო სექტორი ცესკოს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს არ დანიშნოს

საქართველოში 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველია, თუმცა პირველ ტურში თითქმის ნახევარზე მეტმა მონაწილეობა არ მიიღო.

ამომრჩევლის ის სეგმენტი, ვისაც არც „ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი მოსწონს და არც „ნაციონალური მოძრაობა“ და გრიგოლ ვაშაძე, საერთოდ დაბნეულია და არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი. იმ აქტიური ინტელექტუალური ნაწილის ხმა, ვინც არც ერთ მხარეს არ დაიჭერს, სავარაუდოდ, 3-4 პროცენტი იქნება.

ნაციონალებისა და ოცნების მხარდამჭერებსაც, ძნელად დასაჯერებელია, ახალი ძალა შეემატოს. სწორედ ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ არჩევნებში იქნება ის, თუ ვინ შეძლებს ამომრჩევლის მობილიზებას და საკუთარი მომხრეების მიყვანას საარჩევნო ყუთთან. ცნობილია, რომ ამომრჩევლის 10-15 პროცენტი მაინც რეგიონებშია რეგისტრირებული, თუმცა თბილისში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ იყო დროული ნანა კაკაბაძისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივა რეგიონებში ხალხის ჩაყვანის თაობაზე. თუმცა, გარდა ტექნიკური მობილიზაციისა, საჭიროა გარკვეული პოზიტიური მუხტიც, რომელსაც სახელისუფლებო კანდიდატი და მისი საარჩევნო შტაბი ვერ ქმნიან. ემოცია, ხალხურობის გამოხატვა, ადამიანებთან სიახლოვისა და პოზიტიური პროექტების დაპირება არსად ჩანს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
რევოლუცია არ იქნება - ხელისუფლება ვაშაძის პოლიტტექნოლოგის ბლოგის შესახებ

ექსპერტების თქმით, ესაა პირველი მართლაც ევროპული არჩევნები საქართველოში, სადაც გამარჯვებული წინასწარ ცნობილი არაა და ორივე კანდიდატს თანაბარი შანსები და რეიტინგი აქვს, თუმცა „ედისონ რისერჩი“ და „რუსთავი 2“ ორ ხმაში გვიმტკიცებენ – ვაშაძე იმარჯვებსო.

ფრანგი დიპლომატი თუ რუსეთში მოღვაწე ჩინოვნიკი? ასე დააყენა საკითხი ირაკლი კაკაბაძემ და ევროპას მიანიჭა უპირატესობა.

თუმცა იმასაც ამბობენ, არც ვაშაძის გამარჯვება უნდა იყოს ოცნებისთვის ტრაგედიაო. რატომ? – მისი გაპრეზიდენტებისთანავე მალე გამოჩნდება, რომ 400-ლარიანი პენსიაც ბლეფია და ვერც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ორ წელიწადში კი საკმაოდ ბევრი განაწყენებული და იმედგაცრუებული ამომრჩევლის დაგროვებაა შესაძლებელი. ამომრჩევლისა, რომელიც დაპირებების შესრულებას არჩევნების მეორე დღიდან ელის. ამან კი შესაძლოა „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხას წყალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0