არასამთავრობო სექტორი ცესკოს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს არ დანიშნოს

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის შემთხვევაში საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მოუწოდებენ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს დანიშნოს.

რევოლუცია არ იქნება - ხელისუფლება ვაშაძის პოლიტტექნოლოგის ბლოგის შესახებ>>>

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40-მდე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა. ცესკოში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.

საგარეო საქმეთა სამინისტრის ბრიფინგების დარბაზი - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყება: უცხოეთში არჩევნების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს, ხმების 38,64% მოიპოვა, გაერთიანებული ოპოზცისიის „ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია – 37,73%. კენჭისყრის დღეს მიღებული ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატი დავით ბაქრაძე, რომელმაც ხმების დაახლოებით 11% მოიპოვა. ცესკოს შედეგებით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი. შესაბამისად, მეორე ტურში საქართველოს პრეზიდენტის პოსტისთვის სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.   

ცესკოს სხდომა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებასთან ერთად მეორე ტურის თარიღიც უნდა დასახელებულიყო, დღეს, 13:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა 19:00 საათისთვის გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ტური ოთხშაბათს, 28 ნოემბერს გაიმართება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნის შემთხვევაში საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე საქართველოში უქმე დღედ ცხადდება, ის სერიოზულ პრობლემას შეუქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ეს დღე საზღვარგარეთ უქმე დღე არ იქნება.

გამოკითხვა Rustavi2-ის დაკვეთით: საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშაძე იგებს>>>

გარდა ამისა, არასამთავრობოების განცხადებით, სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს, ამიტომ ერთი სამუშაო დღის უქმედ გამოცხადება საკმარისი არ არის.

„სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ შაბათი დღის განსაზღვრა საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს", - აღნიშნულია არასამთავრობო სექტორის განცხადებაში.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმებს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას ის მოქალაქეებიც მისცემენ, ვისაც 18 წელი 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდა.

საქართველოს მოსახლეობა ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევენ. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადავა და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური