პრეზიდენტობის კანდიდატების სიყვარულის გიჟური ისტორიები

© photo: Sputnik / Alexander Makarov / გადასვლა მედიაბანკშიანდრის ლიეპა და ნინო ანანიაშვილი
ანდრის ლიეპა და ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ყველაზე მეტ ინტერესს ამ მოვლენის მთავარი მონაწილეები იწვევენ  

პოლიტიკურ ორომტრიალში ყველას ავიწყდება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები - ჩვეულებრივი ადამიანები არიან.

„მე ხმას ვაძლევ..." - ვის უჭერს მხარს ქართული შოუ-ბიზნესი? >>

ცნობილია, რომ როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე გრიგოლ ვაშაძის პირველი ქორწინება წარუმატებლად დასრულდა. „Sputnik-საქართველო“ მკითხველს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების სიყვარულის ისტორიებს სთავაზობს.

გაქცეული ცოლი და პრიმა-ბალერინა

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე საკმაოდ ადრე დაქორწინდა. 20 წლის ვაშაძის რჩეული მგიმო-ს სტუდენტი ნატალია ალხიმოვა გახდა, რომელიც სსრკ-ის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის ქალიშვილი იყო. შეყვარებულები 1978 წელს დაქორწინდნენ და ერთი წლის შემდეგ მათ ვაჟი ნოდარი შეეძინათ.

ზოგიერთი მედია-საშუალების ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში სწორედ თავისი გავლენიანი სიმამრის წყალობით მოხვდა.

წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
ყველაზე ბინძური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში: ვინ დარჩება მოგებული

თუმცა, ვაშაძისა და ალხიმოვას ქორწინება ხანმოკლე გამოდგა. როდესაც მათი შვილი ხუთი წლის იყო, ნატალიას ცნობილი პიანისტი ანდრეი გავრილოვი შეუყვარდა და ის მასთან ერთად ინგლისში გაიპარა.

მეორე მეუღლე, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი გრიგოლმა მოსკოვში გაიცნო, როდესაც 26 წლის იყო. როგორც თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა აღიარა, ნინოს გაცნობის დღიდან მას მისი არცერთი გამოსვლა არ გამოუტოვებია.

„16 სპექტაკლი რომ მქონოდა ზედიზედ, 16-ვეს დაესწრებოდა. მე თვითონ მიკვირდა, რომ არ ბეზრდებოდა“, - იხსენებს ბალერინა.

მათი გაცნობის ისტორია იწყება იმით, რომ ვაშაძე ბალერინას ყვავილების დიდ კალათას უგზავნის, რომელშიც მისი სავიზიტო ბარათია ჩადებული.

View this post on Instagram

Видение Розы,в Большом театре. С А.Лиепа.

A post shared by Nina Ananiashvili (@nina_ananiashvili_19) on

„დამირეკა. მდივანმა მითხრა, ძალიან სასიამოვნო გოგონა გირეკავთო. ნინოს ვკითხე, ქართული თუ იცი-მეთქი, შემდეგი კითხვა იყო – დღეს საღამოს რას აკეთებ-მეთქი. თავხედობისგან სუნთქვა შეეკრა და მიპასუხა, მე და ბებია მოხარული ვიქნებით, რომ გნახოთ“, - იხსენებს ვაშაძე.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ცნობილი ბალერინა მას სამი წლის განმავლობაში „აწვალებდა“. როდესაც მისი ხელის თხოვნა გადაწყვიტა, საჩუქრად ბეჭდის ნაცვლად პატარა ოქროს პუანტი მიართვა.

View this post on Instagram

#ballet

A post shared by Nina Ananiashvili (@nina_ananiashvili_19) on

„მაშინ სამსახურის გამო მივფრინავდი და ვუთხარი მას: „ახლა არ გახსნა, გეხსენი, როცა გავფრინდები. სამი თვის შემდეგ ჟენევიდან დავბრუნდი და მითხრა: „ცოლად არ გამოგყვები, მაგრამ საჩუქარს არ დავაბრუნებ“, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ვაშაძე და ანანიაშვილი 1988 წელს დაქორწინდნენ, მათ ქალიშვილი ელენე ჰყავთ.

View this post on Instagram

Happy birthday!!🎂🎉🎈🎁

A post shared by Nina Ananiashvili (@nina_ananiashvili_19) on

ანანიაშვილი აღიარებს, რომ თავისი მეუღლის პოლიტიკური საქმიანობის გამო აღფრთოვანებული არ არის, რადგან ამის გამო საყვარელი მეუღლის ყურადღება აკლდება.

© The National Parliamentary Library of Georgiaგრიგოლ ვაშაძე და ნინო ანანიაშვილი
პრეზიდენტობის კანდიდატების სიყვარულის გიჟური ისტორიები - Sputnik საქართველო
გრიგოლ ვაშაძე და ნინო ანანიაშვილი

ირანელი ქართველი და ცნობილი ჟურნალისტი

ირანში დაბადებული ქართველი ნიკოლოზ გორჯესტანი სალომე ზურაბიშვილმა რომში გაიცნო, როდესაც 22 წლის იყო. მისი ნადვილი გვარია გუგუშვილი, ხოლო გვარი „გორჯესტანი“ (სპარსულად ნიშნავს - წარმოშობით საქართველოდან) ნიკოლოზის მამამ, ევსეი-ძუკუ გუგუშვილმა ირანის მოქალაქეობის მიღებისას აიღო.

სალომეს და ნიკოლოზს ორი შვილი ეყოლათ - ვაჟი თეიმურაზი და ქალიშვილი ქეთევანი.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: შვილების მოკვლით მემუქრებიან

ზურაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, რომ ის დაშორდა თავის მეუღლეს, რადგან ისინი „ძალიან განსხვავებულები იყვნენ“ და მეუღლეები ყოველ დღე ხვდებოდნენ, რომ მათ ქორწინებას ორი შვილიც ვერ გადაარჩენდა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი აღიარებს, რომ პირველ მეუღლესთან დაშორება ძალიან გაუჭირდა. განქორწინების შემდეგ ის შვილებთან ერთად დიპლომატიურ სამსახურში აფრიკაში გაემგზავრა, სადაც სამი წელი გაატარა.

გორჯესტანთან განქორწინების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მეორედ გათხოვდა - მისი რჩეული გახდა ჟურნალისტი და პუბლიცისტი ჯანრი კაშია, რომელიც 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა დასავლეთში და მუშაობდა „რადიო თავისუფლების“ და „ამერიკის ხმის“ რედაქციებში. 2012 წელს ჯანრი კაშია 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ეს იყო ყველაზე დიდი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში. და დიდი ტკივილის მიუხედავად მაინც ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის იყო არამარტო მეუღლე, ის იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი თანამოაზრე“, - ასე აღწერს თავის ქორწინებას ზურაბიშვილი კაშიას გარდაცვალების შემდეგ 2012 წელს.

მან აღიარა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მას ძალიან გაუჭირდა.

ყველა ახალი ამბავი
0