სამტრედიაში პარტია „ევროპული საქართველო“ კიდევ 150-მდე ადამიანმა დატოვა

© Sputnik / STRINGER„ევროპული საქართველოს“ ოფისი
„ევროპული საქართველოს“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრები ირწმუნებიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს

თბილისი, 25 ნომბერი - Sputnik. პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სამტრედიაში 150-მდე ადამიანმა დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, პარტია დატოვეს ქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფლების უბნისა და ზონის ხელმძღვანელებმა და კოორდინატორებმა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
არქიმანდრიტი იოანე: პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა

პარტიის უკვე ყოფილი წევრების განაცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა. მათი თქმით,  ძალადობა, აგრესია და დესტაბილიზაციის მცდელობა მათთვის მიუღებელია.

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრები პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ და მათ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ მხარს.

იმავე მიზეზის გამო „ევროპული საქართველო“ რამდენიმე დღის წინ ვანის, გურჯაანის, გორისა და ზუგდიდის საკრებულოების რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

„ევროპული საქართველო“ 2017 წლის დასაწყისში „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა ლიდერებმა შექმნეს, რომლებმაც პარტია სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვეს. რამდენიმე კვირის წინ კი  „ნაცმოძრაობის“ დამაარსებელმა და ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი ოჯახია.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს აფრთხილებს: არც ერთი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი

ყოფილი თანამოაზრეები მას შემდეგ შერიგდნენ, რაც „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც არჩევნებზე ხმების 11% მოიპოვა, თავის მომხრეებს მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ წევრი და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელია.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს მხარს.  პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა.

 

ყველა ახალი ამბავი
0