არქიმანდრიტი იოანე: პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველამ მიიღოს მონაწილეობა

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობა 28 ნოემბერს ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევაა, ყველა ადამიანმა 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, იუწყება ტელეკომპანია Imedi არქიმანდრიტ იოანეს განცხადებაზე დაყრდნობით.

არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა პატრიარქის კურთხევა სამების საკათედრო ტაძარში მრევლს საკვირაო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ გააცნო.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
„ღირსეულად შეხვდით დამარცხებას“ – ილია მეორემ პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართა

„მისმა უწმინდესობამ ოთხშაბათის არჩევნებთან დაკავშირებით გვთხოვა გამოგვეცხადებინა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში", - განაცხადა მან.

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40-მდე ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა. ცესკოში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.

ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს >>

არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

საქართველოს მოსახლეობა 28 ნოემბერს ექვსი წლის ვადით რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევენ. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ყველა ახალი ამბავი
0