ზღაპართერაპია და ზღაპარი ჩემ შესახებ, ანუ იყო და არა იყო რა...

CC0 / Pexels / Tookapic / ზღაპრის კითხვა
ზღაპრის კითხვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ანა ჯუღელი.

ზღაპარს მხოლოდ მეზღაპრეები არ წერენ, უფრო მეტიც, დიდი ხანია ფსიქოლოგებიც ზღაპრებით მკურნალობენ და თავადაც ქმნიან ზღაპრების სიუჟეტებს.

ზღაპართერაპია არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება პიროვნების ინტეგრაციისთვის, შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის, ცნობიერების გასაფართოებლად, გარე სამყაროსთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.

© photo: courtesy of Anna Jugheliანა ჯუღელი
ზღაპართერაპია და ზღაპარი ჩემ შესახებ, ანუ იყო და არა იყო რა... - Sputnik საქართველო
ანა ჯუღელი

დღეს ფსიქოლოგთა უმრავლესობა პრაქტიკაში იყენებს არტ-თერაპიის მიმართულებას „ზღაპრით თერაპიას“, რომელიც დღითიდღე უფრო მეტად პოპულარული ხდება.

ზღაპარი წარმოადგენს ცხოვრებისეული სიტუაციების თავისებურ ბანკს, რომელიც კარგად ასახავს ცხოვრებისეულ გამოცდილებას. იგი მეტაფორული რესურსების გამოყენებით ეხმარება ადამიანს ცნობიერების გაფართოებაში, პიროვნულ განვითარებაში, პრობლემების გადაჭრაში.

ზღაპარი მიმართულია თითოეული ადამიანის, პიროვნების ბავშვურ საწყისზე.

ყველა ადამიანს განსხვავებული ხასიათი, ცხოვრებისეული გამოცდილება, ურთიერთობების დამყარების ფორმა აქვს, მაგრამ ცხოვრებისეული მოვლენების უმრავლესობა ვითარდება უნივერსალური (ზოგადსაკაცობრიო) სცენარით. როდესაც რომელიმე ცხოვრებისეულ სიუჟეტში „შეფერხებაა“, ადამიანი კარგავს სიტუაციაზე კონტროლს, შფოთავს, კარგავს საკუთარი თავის რწმენას, სოციუმთან ურთიერთობის სურვილს, განიცდის ენერგიის ნაკლებობას.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - ფოსტალიონი - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: წაგიკითხავთ ფოსტალიონის მიერ მოტანილი წერილი კარის ზღურბლთან?

ზღაპართერაპევტი ეხმარება ადამიანს აღნიშნული „შეფერხების“ მექანიზმის დანახვაში, ყურადღებით უსმენს ადამიანის მონათხრობს საკუთარი ცხოვრების შესახებ, გამოყოფს არქეტიპულ სიუჟეტს, რომელსაც გავლენა აქვს მის ამჟამინდელ ცხოვრებაზე, ეხმარება სიტუაციის მოგვარების სტრატეგიის პოვნაში და სიუჟეტის ჰარმონიულად განვითარებასა და დამთავრებაში. სწორედ ამისთვის არჩევს ან ქმნის ზღაპარს, რომლის მთავარი გმირიც მსგავსი პრობლემური სიტუაციის წინაშე დგას.

ზღაპართერაპია განსაკუთრებით დიდი დატვირთვის მქონეა ბავშვებისთვის. თბილი, ჯადოსნური ისტორიების მოსმენით ისინი იღებენ ცოდნას საკუთარი თავისა და, ზოგადად, ადამიანის, მისი პრობლემების და მათი გადაწყვეტის საშუალებების შესახებ. იგებენ რა არის მიმღებლობა, აღიარება, თანაგრძნობა, მზრუნველობა, სიმამაცე, პატივისცემა, სამართლიანობა და სწავლობენ მათ გადატანას რეალურ ცხოვრებაში.

ზღაპარში სიმბოლურად არის მოცემული ინფორმაცია სამყაროს შექმნის შესახებ, ადამიანის ცხოვრებისეული პერიოდების, სირთულეებისა და იმ კრიზისების შესახებ, რომელსაც ცხოვრებისეულ გზაზე ხვდება ადამიანი, მათთან გამკლავებაზე, ადამიანური ურთიერთობების, ღირებულებების, ფასეულობების შესახებ.

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ - Sputnik საქართველო
ცხოვრება ხდება აქ და ამჟამად... და სად ვცხოვრობთ ჩვენ: წარსულში, აწმყოში თუ მომავალში

ზღაპარი მუშაობს ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის:

– საკუთარი თავის მიუღებლობა;

– მარტოობის განცდა;

– შიშები;

– საკუთარ გრძნობებში გარკვევის სირთულეები;

– კომუნიკაციის სირთულეები;

– კონფლიქტები;

– აგრესიული ტენდენციები;

– ტრავმული გამოცდილება.

ზღაპრის ტექსტი იწვევს ემოციურ რეზონანს როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში; ზღაპრული ხატები მოქმედებენ ცნობიერ და არაცნობიერ ფსიქიკურ დონეზე.

ჰაერში ამხტარი გოგონა  - Sputnik საქართველო
მე შენ ვერ გაგაბედნიერებ, ანუ სად ვეძებოთ საკუთარი კეთილდღეობა

არსებობს სხვადასხვა ტიპის ზღაპრები და თითოეულ მათგანს სხვადასხვა დატვირთვა აქვს:

– მხატვრული ზღაპრები;

– ხალხური ზღაპრები;

– ტრანსფორმაციული ზღაპრები;                   

– ჯადოსნური ზღაპრები;

– დიდაქტიკური ზღაპრები;

– ფსიქოკორექციული ზღაპრები;

– ფსიქოთერპიული ზღაპრები.

მშობლებს თავადაც შეუძლიათ ზღაპრის შექმნა თავიანთი პატარებისთვის შემდეგი ნიუანსების გათვალისწინებით:

ადამიანი და მისი სახე - Sputnik საქართველო
ადამიანთა სამი ტიპი და მათი ცხოვრების შედეგი – გადაწყვიტეთ ვინ გინდათ იყოთ

– ზღაპრის გმირი უნდა იყოს ბავშვის, მოზარდის მსგავსი ასაკისა და სქესის მიხედვით, მსგავსება უნდა იყოს გარეგნობაში, ხასიათში, პრობლემურ საკითხში და ა.შ.

– ზღაპრის გმირის ცხოვრების აღწერა უნდა მოხდეს ისე, რომ იყოს მსგავსება კონკრეტული ბავშვის ცხოვრებასთან;

– ისეთი პრობლემური სიტუაციის შექმნა, რომელიც ჰგავს ბავშვის პრობლემას და ზღაპრის გმირისთვის იმ გრძნობების და ემოციების მიწერა, რომელსაც ბავშვი განიცდის;

– მნიშვნელოვანია ზღაპრის გმირის მიერ პრობლემური სიტუაციიდან გამოსავლის ძიება, პრობლემური საკითხის გადაწყვეტა. კარგია, როცა გმირი ზღაპარშივე ხვდება დამხმარე ძალას, ჯადოქარს, ბრძენს, რომელიც გზას უჩვენებს, ეხმარება;

– გმირის მიერ გადაწყვეტილების მიღება, არჩევანის შესაძლებლობა.

შიში - Sputnik საქართველო
21-ე საუკუნის „გათანამედროვებული“ შიშები - დროა განაახლოთ ცნობიერება

– ზღაპრის გმირის მიერ საკუთარი შეცდომების აღიარება, დასკვნების გამოტანა.

ზღაპრით მუშაობისას მნიშვნელოვანია:

– ზღაპრის თემატიკის სწორად შერჩევა;

– სიტუაცია ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ ბავშვს საშუალება ჰქონდეს თავად იყოს ჩართული და ამყარებდეს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;

– ზღაპრის წაკითხვის პროცესში ფსიქოლოგმა, მშობელმა უნდა შეძლოს გრძობების და ემოციების ბუნებრივად გადმოცემა;

– ბავშვი უნდა ხედავდეს ფსიქოთერაპევტის/მშობლის მიმიკას, ჟესტებს, მზერას, აუცილებელია თვალებით კონტაქტი;

– ასაკის გათვალისწინება.

– ზღაპრის მოქმედების მთავარი ინსტრუმენტი არის თერაპიული მეტაფორა, რომელიც ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი მოვლენების, ღირებულებების, მიზნების, მოტივაციის, შიგანაგი განწყობების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების მატარებელია.

ზღაპარი არის გამოვლენილი პრობლემისა თუ სიმპტომის ერთგვარი ალეგორია. ზღაპარი არ არის მხოლოდ ზღაპარი, ის არის მშობლის და შვილის ურთიერთობის ძალიან კარგი გზა... მთავარია სწორად შეირჩეს ბავშვისთვის აქტუალური და რესურსული თემატიკა. ასე რომ, ზღაპრებს მშობლებიც წერენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0