ადამიანთა სამი ტიპი და მათი ცხოვრების შედეგი – გადაწყვიტეთ ვინ გინდათ იყოთ

© Pixabay / KELLEPICSადამიანი და მისი სახე
ადამიანი და მისი სახე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი ეკატერინე ჩიგოგიძე.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. დედამიწაზე სამი ტიპის ადამიანი არსებობს: მაყურებლები, მონაწილეები და შემქმნელები. თითოეულ მათგანს აქვს გარკვეული ცხოვრების სტილი, რომელსაც შესაბამისი შედეგები მოაქვს მათ ცხოვრებაში. ეს მათი არჩევანია, თუმცა, მცირედი ძალისხმევით შეუძლიათ აირჩიონ – რომელ კატეგორიაში იქნებიან. პუბლიკაციას გთავაზობთ როგორც „საკვებს ფიქრისათვის“, შესაძლებლობას არჩევანისთვის. შესაძლოა მან მოგისწროთ სწორედ იმ დროს და იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდათ გარედან დანახული პერსპექტივა თქვენ ცხოვრებაზე და გარემოზე.

მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ბრაილის სისტემის ათვისებაში - Sputnik საქართველო
ბავშვის, მშობლისა და მასწავლებლის სამკუთხედი – თუ თქვენ კლასში განსაკუთრებული მოსწავლეა

მაყურებლები

მაყურებლები მიეკუთვნებიან მასებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც „შორიდან“ უყურებენ როგორ მიედინება სამყაროში მოვლენები. ისინი არიან საკუთარი და მათ ირგვლივ მყოფი სხვა ადამიანების ცხოვრების ნეიტრალური დამკვირვებლები.

მაყურებლები სიხარულით იხდიან „დარბაზში შესვლის საფასურს“, რათა უყურონ სხვა ადამიანების თამაშს, ანუ იმას, თუ როგორ ცხოვრობენ სხვები თავიანთი საოცნებო ცხოვრებით.

მაყურებელი უნდა წარმოიდგინოთ როგორც ის, ვინც ყიდულობს დიდ პლაზმურ ტელევიზორს, რათა უყუროს თავისი საყვარელი საკალათბურთო გუნდის თამაშს.

კიდევ ერთხელ – ამაში ცუდი არაფერია. ეს უბრალოდ არჩევანია.

შიში - Sputnik საქართველო
21-ე საუკუნის „გათანამედროვებული“ შიშები - დროა განაახლოთ ცნობიერება

მონაწილეები

მონაწილეებს ურჩევნიათ ითამაშონ, ვიდრე უყურონ. ისინი ცხოვრობენ ჩამოყალიბებული სისტემების და ინსტიტუციების ფარგლებში, მაგრამ აქტიურად არიან ჩართული მათ მართვაში.

მაყურებლების მსგავსად, მონაწილეებიც არიან სხვა ადამიანების მიერ შექმნილის მომხმარებლები. განსხვავება ის არის, რომ მონაწილეების მონაწილეობა აუცილებელია ამ ჩამოყალიბებული წესწყობილების და სისტემების არსებობისთვის.

მონაწილეები არიან ისინი, ვინც რეალურად შრომობენ იმისთვის, რომ ითამაშონ საუკეთესო თამაშში, მაგალითად, უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში.

სიგარეტი - Sputnik საქართველო
ყველა ექიმი ასე ამბობს, მაგრამ არაფერი მოგივა, მოწიე – ჯანსაღი ცხოვრების წესი ქართულად

შემქმნელები

შემქმნელები არიან რიცხობრივად ყველაზე მცირე, მაგრამ ყველაზე გავლენიანი კატეგორია ამ სამიდან. ისინი ცხოვრობენ ავთენტურობის, ძალაუფლების და სიცხადის პრინციპებით. შემქმნელები აწყობენ ცხოვრების სტილს იმის მიხედვით, რაც მათ სურთ და არა იმის მიხედვით, რასაც საზოგადოება კარნახობს, რომ მათ უნდა სურდეთ.

მათი დრო და მოღვაწეობა მიმართულია იმისკენ, რომ მიიღონ მნიშვნელოვანი შედეგები და უკან დააბრუნონ რასაც იღებენ, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მოიხმარონ ის, რაც სხვებმა შექმნეს.

ნაცვლად იმისა, რომ სხვა ადამიანების მიერ დადგენილი წესებით ითამაშონ, ისინი ქმნიან სრულიად განსხვავებულ თამაშს მხოლოდ თავისთვის. ანალოგიას რომ მივყვეთ, შემქმნელი – ეს არის ის, ვინც გადაწყვიტა, რომ დაიღალა კალათბურთისგან, ამიტომ მან შექმნა სრულიად ახალი სპორტის სახეობა, რომელიც აქამდე არ არსებობდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი თამაში მას სიამოვნებას ანიჭებს.

სურვილის შემთხვევაში, მცირედი ძალისხმევით, ყველას შეუძლია შეცვალოს თავისი თამაშის წესები, თავისი ცხოვრების სტილი. ეს არის არჩევანი, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია ჩვენთვის.

მოდით, ჩავრთოთ ცოტაოდენი წარმოსახვა და უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ ფსიქო-ტიპების ცხოვრებაში – რა შედეგებით შეიძლება აღინიშნოს მათი არსებობა დედამიწაზე?

Играющиеся дети - Sputnik საქართველო
როგორი თამაშები უნდა ითამაშონ ჩვენმა შვილებმა – ეს უნდა იცოდეთ

განვიხილოთ პირველი ტიპი - „მაყურებლები“:

პარადოქსულად, ისინი, ვინც ყველაზე ნაკლებ მონაწილეობას იღებენ შექმნაში და არიან სხვების მიერ შექმნილის მომხმარებლები და დამკვირვებლები, არიან სწორედ ისინი, ვინც ყველაზე პრეტენზიულები, დაუკმაყოფილებლები და უმადურები არიან. ალბათ გინახავთ ასეთები თქვენ გარშემო, სულ რომ წუწუნებენ სახლში თუ გარეთ, სულ რომ რაღაცას აკრიტიკებენ, სულ რომ „უფრო უკეთ იციან როგორ უნდა მოიქცეს სხვა, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, მეზობელმა, ნათესავმა, უფროსმა...“ ყველასთვის აქვთ რჩევები საკუთარი თავის გარდა.

გეცნობათ? ეს ის კატეგორიაა – სხვა ქვეყანაში, სხვა ოჯახში და სხვა პირობებში რომ დაბადებულიყო, წარმატებული იქნებოდა.

როგორ შეიძლება განვითარდეს ასეთი ფსიქოტიპის მქონე ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა? ღირებული ვერაფერი შექმნა, თუ არ ჩავთვლით შვილების გაჩენას… ისიც იმიტომ, რომ თავისთვის სჭირდებოდა გვარის გამგრძელებლები, საქმე გაეგრძელებინათ, იგივე გზა აერჩიათ, რაც საგვარეულოს. ეს ის ტიპაჟია - ძლევამოსილი მშობლის, შვილს რომ თავად ურჩევს საცოლეს ან საქმროს და თავისთან აცხოვრებს, „აბა, დამოუკიდებლად რომ წავიდეს, ვინ იცის, რა გზას დაადგება, შეიძლება აცდეს კიდეც გზიდან“. 

მოწყენილი ბავშვი მარტო გზაზე - Sputnik საქართველო
არასრულფასოვნებისა და დანაშაულის განცდები – ფსიქოლოგიური მეტასტაზი

თავად კი მსხვერპლი იყო სისტემის და შთამომავლობასაც ასე ზრდის. ცნობიერება არასოდეს განუვითარდა იქამდე, რომ კითხვის ქვეშ დაეყენებინა ის სისტემები, რომლებმაც დაატყვევეს, დაუწესეს მკაცრი კანონები და ამის გამო მუდმივ უკმაყოფილებაში აცხოვრეს. ამ ტიპაჟის მენტალურ პარადიგმაში სამყარო ეს არის სიმცირის, ნაკლებობის, სიღარიბის, შედარების, წვალების, ბედ-იღბალის ზონა, სადაც უმართლებთ მხოლოდ ერთეულებს, ამიტომაც აკვირდება შორიდან როგორ ახორციელებენ სხვები ერთი შეხედვით დაუჯერებელ, არარაციონალურ საქმეებს და ხდებიან უდიდესი წარმატების, აღიარების, სიმდიდრის, ბედნიერების მფლობელები. 

კიდევ ერთხელ, ამ კატეგორიაში ყოფნა ეს არის არჩევანი და თითოეული ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში.

მოტირალი ბავშვები - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები: ვინ გახდება ჩვენი შვილი - მსხვერპლი თუ მდევარი

როგორი შეიძლება იყოს „მონაწილეების“ ცხოვრების გზა?

აქ ყველაფერი სხვანაირადაა. რაც უფრო მეტი სტრესია, მით უფრო მეტია კმაყოფილება და სიამაყეც კი. აბა რა! ცხოვრება ეს არის კონკურენცია, ბრძოლა და მონაწილეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „საუკეთესო ადგილებზე“ მოხვდნენ. ამ კატეგორიის ხალხისთვის აუცილებელია ჰქონდეთ მატერიალური სიმდიდრეები, სახლები, მანქანები, აგარაკები, პრესტიჟული კონტაქტები და მაღალი კლასის დასვენებები. მათთვის მიზანი ამართლებს საშუალებას.

უნდა ითქვას, რომ ძლიერ სტრუქტურებს ქმნიან, კარგი მენეჯერები არიან. ეს გასაკვირი არცაა, ეს სისტემები და სტრუქტურები მათი ციხე-სიმაგრეა, იქ „მაგრებად“ გრძნობენ თავს. მაგრამ ამ ციხე-სიმაგრის მიღმა უსაფრთხოება მოისუსტებს, რისკები იზრდება და დომინანტი პარადიგმა შიშია. შიში წარუმატებლობის, შიში დაკარგვის, შიში სხვების მიერ არაღიარების, შიში არასრულყოფილების და კიდევ ბევრნაირი. ამ შიშების გამო თვალები გადიდებული აქვთ და ცდილობენ შეცდომები არ დაუშვან. ამ კატეგორიაში შესაძლოა მაღალი იყოს გონებრივი ინტელექტი, რადგან ესეც ეგოს კატეგორიაა, კონკურენციისთვის საჭიროა, მაგრამ იმდენად ყოვლისმომცველია პრაგმატიზმი და მატერიალური სამყარო, რომ ცნობიერება აქ ვიწროა, არ არის სრულად განვითარებული, რადგან აქ ფულია იმის საზომი, რამდენად წარმატებულია ან არ არის წარმატებული ადამიანი.

ბედნიერება - Sputnik საქართველო
როგორ ვიპოვოთ ბედნიერების საკუთარი რეცეპტი

მონაწილემ მთლიანობაში კმაყოფილად იცხოვრა, უბრალოდ ვერაფრით გაიგო, რატომ არ აღიარეს ლიდერად. რა არის მაინც ის რაღაც, რაც არ აქვს მას და აქვს იმას, ვისაც მსოფლიო აღფრთოვანებით შეჰყურებს და თვალდახუჭული მიჰყვება?!

...და, ბოლოს, განვიხილოთ „შემქმნელები“

ვინ არიან მაინც ისინი, ვინც ქმნიან და თან ქმნიან ისეთ რაღაცებს, რაც ცვლის სამყაროს, იზიდავს უამრავ ადამიანს, ავსებს მათ ნდობით და ინსპირაციით იმდენად, რომ ამ ტიპის ადამიანებს ლიდერებად აღიარებენ. მათი სახელით გაკეთებული საქმეები კი უპირობოდ მიიჩნევა როგორც სასიკეთო, სასარგებლო და დადებითი ჯგუფისთვის, გუნდისთვის, კოლექტივისთვის, სოციუმისთვის, საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის და მთლიანად კაცობრიობისთვის?

არ გაბედოთ სიყვარული - Sputnik საქართველო
სიყვარული და ცრურწმენა - თურმე სიყვარულსაც სჭირდება სტაბილურობა

რა არის მათში ასეთი განსაკუთრებული და განსხვავებული დანარჩენი ორი კატეგორიისგან? როგორც ავტომობილს სჭირდება საწვავი, ისე სჭირდებიან შემქმნელები მსოფლიოს. ისინი „დრაივს“ აძლევენ ცხოვრებას, საკუთარს და სხვისას. აქვთ შეურყეველი შინაგანი თავისუფლება და, როგორც ზემოთ ითქვა, ქმნიან თავისი საკუთარი თამაშის წესებს, რომლებიც ხშირად გაუგებარია, უჩვეულოა, ლოგიკას არ ექვემდებარება, მაგრამ სწორედ მათი ინოვაციური და არაორდინალური გონების მუშაობის შედეგად მიღებული ნაყოფია მსოფლიოს რომ ამოძრავებს. საუკეთესო ვარიანტში ეს ადამიანები ახდენენ იმ იდეის და ინსპირაციის „განსხეულებას“, რომლისაც სჯერათ და რომელიც მაგნიტივით მიმზიდველია. იყო შემქმნელი – არ ნიშნავს გქონდეს მაღალი IQ, ბევრი ხარისხები და სერტიფიკატები, გქონდეს დიდი მატერიალური დოვლათი და ქონება თუ მაღალი რანგის თანამდებობები. ეს ყველაფერი შემქმნელს არ სჭირდება, რადგან მისი ფასეულობები სხვაა. ისინი უხილავია და ამავე დროს უძლიერესი. ეს ადამიანები სიყვარულის პარადიგმაში ცხოვრობენ და, შესაბამისად, სიყვარული არის ყველაფრის მოტივატორი, რასაც ისინი აკეთებენ. ამიტომ არ ეშინიათ შეცდომის დაშვების და წარუმატებლობის. პირიქით, ამის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერდებიან, რადგან მათი განვითარების საფეხურები არის გამოცდილებები და არა წარმატებები. ისინი საკუთარი ცნობიერების ძალით უკავშირდებიან სამყაროს განუსაზღვრელ ინტელექტუალურ გონს, წყაროს, საიდანაც ყოველივე წარმოიშობა და იქიდან იღებენ თავის ცოდნას და იდეებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0