21-ე საუკუნის „გათანამედროვებული“ შიშები - დროა განაახლოთ ცნობიერება

© Depositphotos.com / Monkeybusinessშიში
შიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, საავტორო პროგრამების ავტორი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი ეკატერინე ჩიგოგიძე.

დამეთანხმებით შიშს წარდგენა არ სჭირდება. შიში - ეს უბრალოდ ემოციაა. ჩვენი დამოკიდებულების გამომხატველი შეგრძნებაა სხვადასხვა რეალური თუ მოჩვენებითი საფრთხის ან უსიამოვნო მოვლენის წინაშე მანამ, სანამ არ მოიცავს მთლიანად ფსიქიკას, სხეულს და ჩვენი ცნობიერება არ გახდება განპირობებული ამ ემოციით. მაშინ ის გადაიქცევა ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელ საბაზისო პარადიგმად.

© photo: Ekaterine Chigogidze / FBეკატერინე ჩიგოგიძე
21-ე საუკუნის „გათანამედროვებული“ შიშები - დროა განაახლოთ ცნობიერება - Sputnik საქართველო
ეკატერინე ჩიგოგიძე

ცნობიერების შკალაზე გამოყოფილია ცნობიერების წარმმართველი მხოლოდ ორი მთავარი გრძნობა: სიყვარული და შიში. შეზღუდული ცნობიერების მქონე ადამიანებში, რომელთა მენტალიტეტში დომინირებს შიში, გამოხატულია დაბალი ენერგეტიკული სიხშირის მდგომარეობები, როგორიცაა სირცხვილი, მწუხარება, დანაშაულის გრძნობა, აპათია, ბრაზი, იმედგაცრუება.

შკალის მაღალ ნიშნულებზე აღნიშნულია გახსნილი ცნობიერების პირობებში მიღწევადი მდგომარეობები ანუ დომინანტი პარადიგმები, როგორიცაა: მიმღებლობა, სიყვარული, მოწოდება, მზადყოფნა, სიხარული, გაცნობიერებულობა.

ეს შკალა მარტივად რომ გავშიფროთ იმას ნიშნავს, რომ როცა ადამიანის ცხოვრებას წარმართავს შიში, ის იმყოფება განვითარების, გაცნობიერებულობის დაბალ საფეხურებზე და უბრალოდ ცუდად არის. ცუდად არის, რადგან ეშინია ყველაფრის მის გარშემო: სიცოცხლის, განვითარების, ცვლილების... და არის ასე დაშინებული, დასტრესილი და არც ცდილობს რამის შეცვლას. ცვლილება ხომ საშიშია?!... ყველაზე სავალალო ის არის, რომ საკუთარი თავისაც ეშინია. სწორედ იმიტომ, რომ საკუთარი თავის და საკუთარი ემოციების ეშინია, იმიტომაც ცხოვრობს შიშის პარადიგმაში.

სიგარეტი - Sputnik საქართველო
ყველა ექიმი ასე ამბობს, მაგრამ არაფერი მოგივა, მოწიე – ჯანსაღი ცხოვრების წესი ქართულად

საბაზისო შიშის გრძნობა ყველა ადამიანის ნეიროფსიქიკურ სისტემაშია ჩადებული, როგორც თავის გადარჩენის კოდირება და გარე საფრთხეებისგან თავდაცვის მექანიზმი. და კიდევ კარგი რომ ასეა, თორემ ადამიანი როგორც დედამიწაზე გაჩენილი ერთ-ერთი სახეობა ვერ გადარჩებოდა. პირველყოფილ ადამიანს შიში მეტი უნდა ჰქონოდა, ვიდრე სხვა რომელიმე ემოცია, რადგან გარშემო უამრავი საფრთხე ემუქრებოდა უცხოტომელებისგან, გარეული ცხოველებისა და ბუნებრივი მოვლენებისგან.

გადმოვინაცვლოთ 21-ე საუკუნეში და ვნახოთ რა ხდება თანამედროვე ადამიანის ფსიქიკაში. ამ დროის მანძილზე შიშებმაც თავისი ევოლუცია განიცადეს და ახლა ადამიანის წინაშე უფრო „გათანამედროვებული“ შიშები დგას, განსხვავებით მისი წინაპრებისგან.

როგორია დღევანდელი შიშები? სიძლიერით არა ნაკლებია, ვიდრე პირველყოფილი, თავისი ბუნებით კი შეეხება უკვე არა გადარჩენა-არგადარჩენას, არამედ წარმატება-წარუმატებლობას.

დღეს აქტუალურია ისეთი შიშები, როგორიცაა ოცნების შიში, საჯარო გამოსვლის შიში, პასუხისმგებლობის შიში, არ-მოწონების შიში, განსჯის, დაკარგვის, წაგების, მომავლის, უცნობი გარემოს შიში...

მასალის შესწავლის შემდეგ ძილი ინფორმაციის უფრო ადვილად დამახსოვრებაში გვეხმარება - Sputnik საქართველო
ძილის დარღვევა – როგორ ვუმკურნალოთ ძილში განვითარებულ სუნთქვით დარღვევებს

აქ საუბარია, მენტალურ-ემოციური ინტელექტის ხარისხის მიხედვით გამომუშავებულ შიშებზე. ამ საინფორმაციო ეპოქაში შიშის ქონა მიუთითებს გონებრივი ინტელექტის დაბალ ნიშნულზე და ასევე რაც უფრო მნიშვნელოვანია, ემოციური ინტელექტის დაბალ ხარისხზე.

შიში აუძლურებს ადამიანს, ართმევს მას ენთუზიაზმს, სიცოცხლის ხალისს და ინტერესს. შესაძლოა არასოდეს გადადგას ნაბიჯი დიდებულებისკენ, თავისი ნამდვილი „მე“-სკენ, რომელიც შიშის მეორე მხარეს ელოდება.

რეალური ფიზიკურ საფრთხეების მიმართ შიშის გარდა, რაც სავსებით ჯანსაღი და აუცილებელია, მენტალურ-ემოციური შიშები მიეკუთვნება ეგო-ს ზონას. სწორედ ჩვენი ეგოა ის, რომელიც გვაიძულებს, რომ შევადაროთ ჩვენი თავი სხვას და ჩვენი ცხოვრების ხარისხი სხვისას, რაც უტყუარი საშუალებაა, რომ თავი არასრულფასოვნად ვიგრძნოთ. წარმატება-წარუმატებლობის პოპულარული გაგებაც ხომ პირდაპირი მახეა იმისთვის, რომ სამუდამო შიშში იცხოვროს ადამიანების უდიდესმა ნაწილმა. აქედან სარგებელს კი ის სისტემები ნახულობენ, რომლებმაც მოიგონეს და დააწესეს „სტატუსის“ განმსაზღვრელი კრიტერიუმები და სტანდარტები.

მოწყენილი ბავშვი მარტო გზაზე - Sputnik საქართველო
არასრულფასოვნებისა და დანაშაულის განცდები – ფსიქოლოგიური მეტასტაზი

დაფიქრდით - რისი გეშინიათ? არ იცით ხვალ რა იქნება? ხვალ იქნება ის, რასაც შექმნით დღეს. ამიტომ თუ დღევანდელ დღეს იმაზე ნერვიულობაში გაატარებთ, რომ არ იცით რა იქნება ხვალ, ხვალინდელი დღე რომ დადგება ზუსტად იგივე განმეორდება. თუ გინდათ, რომ იგივე არ განმეორდეს და ეს გაურკვევლობის ჯაჭვი გაწყდეს, დაიწყეთ სხვანაირად ფიქრი დღეს. დღევანდელი დღე ხომ თქვენს ხელშია?! რა შეიძლება გააკეთოთ დღეს ისეთი, რომ შემცირდეს თქვენი შიში ხვალინდელი დღის მიმართ? იფიქრეთ ამაზე.

არანორმალურობაა აკეთო ერთი და იგივე და მოლოდინი გქონდეს, რომ განსხვავებულ შედეგს მიიღებ

რა არის ის საპირისპირო ძალა, რომელიც მოერევა და შეამცირებს შიშს? დიდ მოაზროვნეებს თუ დავუჯერებთ ეს არის სიყვარული და ყველა სხვა ემოცია და გრძნობა, რომელიც სიყვარულიდან წარმოიშობა. გახსენდებათ რომელიმე? ნდობა, გაბედულება, სიმტკიცე, ერთგულება, პატივისცემა, პატიოსნება და კიდევ ბევრი. შიშის პირდაპირი ანტიპოდი კი არის მადლიერება. ეს ორი გრძნობა ერთდროულად ერთ სხეულში ვერ ჩერდება.

კიდევ რა არის ის შიშები, რაც ადამიანს იპყრობს? ახლა გავრცელებულია საჯარო გამოსვლის შიში. ამ შიშის ფესვები ადვილად გასაგებია, ტომის წინაშე რომ გამოგიყვანდნენ, თუ არ მოეწონებოდათ რასაც იტყოდი, იქვე ჩაგქოლავდნენ. მაგრამ ეხლა რისი გეშინიათ? რომ არ მოეწონებათ თქვენი გამოსვლა? კი მაგრამ, რა არის თქვენი გამოსვლის მოტივი? რომ მოეწონოთ სხვებს თუ თქვენ შეძლოთ ღირებული ინფორმაციის სხვებისთვის მიწოდება. თქვენ ხომ თვლით, რომ თქვენი სათქმელი მნიშვნელოვანია? მაშინ რა განერვიულებთ? თქვენი შეყვარებული ხომ არ ზის აუდიტორიაში? თუ ასეა, კიდევ გასაგებია.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი - Sputnik საქართველო
თუ საჭესთან ძილი მოგერიათ...

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ კიდევ ერთი კატეგორია, სადაც შიში ისტერიულ ზღვარს აღწევს, ეს არის ასაკის მატება და „მეორე ნახევრის“ მოძებნა. ადამიანებს ეშინიათ, რომ ასაკი ემატებათ, რომ აღარ იქნებიან ახალგაზრდები, რომ დააკლდებათ შარმი და მომხიბვლელობა, რომ ისეთი აქტიურები ვეღარ იქნებიან... ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ხომ მოხდება ასაკის მატებასთან ერთად და წინასწარ შფოთავენ. დაბერება საშიშად გამოიყურება.

მინდა გითხრათ, რომ თქვენ ბილოგიურ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მანამ, სანამ თქვენი ცნობიერება ახალგაზრდაა და გახსნილია ახლის შეცნობისთვის.

შიშები, რომლებიც ურთიერთობებს შეეხება მრავალგვარია. ერთია, როცა შესაფერისი პარტნიორი აქამდე არ შეხვდა ადამიანს და ეშინია, რომ ეს აღარასდროს მოხდება. ბევრი ადამიანი ასევე ვერ წყვეტს, რომ დატოვოს ურთიერთობა, რომელშიც არ არის ბედნიერი იმის შიშით, რომ მარტო დარჩება და აგრძელებს უბედურად ცხოვრებას. მარტოობის შიში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და ძლიერია დღევანდელ სამყაროში, არადა კომუნიკაციების ზღვაში ვიძირებით.

მოტირალი ბავშვები - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები: ვინ გახდება ჩვენი შვილი - მსხვერპლი თუ მდევარი

ყველაზე მთავარი კომუნიკაცია არ აქვთ ადამიანებს დამყარებული - საკუთარ თავთან ვერ ახერხებენ დაკავშირებას. აქედან მოდის სწორედ მარტოობის შიში. მარტო დარჩენილები რჩებიან ვიღაცასთან, ვისაც არ იცნობენ კარგად, უცნობ გრძნობებთან და ფიქრებთან და რა გასაკვირია, რომ თავს კარგად არ გრძნობენ უცნობ გარემოში.

თუ თქვენი თავი არ გაინტერესებთ, მასთან ერთად დროის გატარება და სიამოვნების მიღება არ შეგიძლიათ და მარტო ყოფნის დროს სევდა და მოწყენილობა გიპყრობთ, დაფიქრდით, სხვას რატომ უნდა მოუნდეს თქვენთან ყოფნა? თუ მართლა ფიქრობთ, რომ პარტნიორები ერთი მთელის ნახევრები არიან? თუ ასე ფიქრობთ, სერიოზულად გადასახედი გაქვთ შეხედულებები.

კიდევ რა არის პოპულარული შიშები? ფულის არქონა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. აქვს კი აზრი ამ შიშს? იმით, რომ ამაზე ინერვიულებთ და ღამეებს თეთრად გაათენებთ, გაჩნდება ფული? საერთოდ რა არის ფული თუ დაფიქრებულხართ ამაზე, საიდან მოდის, როგორ ხდება მისი გამომუშავება. ფულის მიმართ სწორი პარადიგმის ქონა არის ადამიანის სიმდიდრის და წარმატების ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი.

ბედნიერება - Sputnik საქართველო
როგორ ვიპოვოთ ბედნიერების საკუთარი რეცეპტი

ამ პარადიგმის გამო ამბობენ სწორედ, რომ „მდიდრები მდიდრდებიან და ღარიბები ღარიბდებიან“. ფული ეს არის გაცვლის საშუალება, მედიუმი თქვენსა და იმ სამსახურს შორის, რომელსაც თქვენ ეწევით სამყაროსთვის. დიახ, სამყაროსთვის და არა თქვენი კომპანიისთვის. თუ თქვენ გგონიათ, რომ თქვენი სამსახურისთვის შრომობთ, მაშინ ხელფასის გარდა სხვას არაფერს უნდა მოელოდეთ. შესაძლოა ხანდახან, თუ უფრო უკეთ შეასრულებთ გეგმას, ბონუსი მიიღოთ. და სულ ეს არის, მეტი არაფრის იმედი გქონდეთ, თუ თქვენი მოღვაწეობით სამყაროსთვის გაწეული სამსახურის ღირებულება მხოლოდ იმით განისაზღვრება, რასაც 9სთ-დან 6სთ-მდე აკეთებთ.

ფულის არასაკმარისობაზე აღარ მოგიწევთ ნერვიულობა, თუ გაზრდით იმ ფასეულობას, რომელსაც ადამიანები იღებენ თქვენი შრომის შედეგად. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნით ფასეულობას, მით უფრო დიდი იქნება თქვენი შემოსავალი. მარტივად ჟღერს? უფრო ძნელი გასაკეთებელია, ვიდრე ჟღერს, მაგრამ შესაძლებელია. გადახედეთ მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიებს.

თამუნა მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
ფსიქოთერაპიის კულტურა, ანუ როდის მივმართოთ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს და ფსიქიატრს

აიღეთ ერთი დიდი შიში, რომლისაც ყველაზე მეტად გეშინიათ და გადააქციეთ ის მადლიერებად თქვენი თავის მიმართ. მადლიერებად თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ გეყოთ გამბედაობა და თვალებში ჩახედეთ თქვენს ყველაზე დიდ შიშს.

შემოქმედიბითი პოტენციალის გახსნა, იმ ცხოვრების შექმნა, რომელიც გვსურს, არ არის შესაძლებელი თუ ვცხოვრობთ გადარჩენის რეჟიმში, ეს შესაძლებელია მხოლოდ კრეატიულ რეჟიმში, როცა გამოვდივართ ჩვეული, წინასწარგანსაზღვრული აზროვნების ჩარჩოებიდან, როცა თავისუფალი ვართ შიშის და სტრესისგან უცნობი ტერიტორიის და მოულოდნელობის მიმართ - სწორედ აქ, ამ უცნობ ზონაში შენდება ახალი პირადი რეალობა, იქმნება განახლებული პიროვნება, იხსნება ინსპირაციის და სასიცოცხლო ენერგიის ახალი არხები.

 

ყველა ახალი ამბავი
0