ფსიქოთერაპიის კულტურა, ანუ როდის მივმართოთ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს და ფსიქიატრს

© Photo: courtesy of Tamuna Merabishviliთამუნა მერაბიშვილი
თამუნა მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის" სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი „არსის" ფსიქოთერაპევტი, ტრენერი თამუნა მერაბიშვილი.

ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკის შესახებ. ადამიანი აქტიური, მოქმედი არსებაა, რასაც განაპირობებს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ფაქტორები. გარეგანად ითვლება ფიზიკური და სოციალური ფაქტორები, ხოლო შინაგანში მოიაზრება როგორც გენეტიკური და ფსიქიკური, ასევე ადამიანში მიმდინარე ფიზიოლოგიური და ქიმიური პროცესები. 

ადამიანი და ფსიქიკა - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის, ლიმას, იერუსალიმის, პარიზის და სხვა სინდრომები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ

ფსიქიკის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ არსებული რეალობის ასახვა და შემეცნებაა, რომლის საფუძველზეც ადამიანი სამოქმედო პროგრამას შეიმუშავებს. მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ფსიქიკა სარკისებურად კი არ ასახავს გარემოში თუ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, არამედ აქტიურად და შეიძლება ითქვას, საკმაოდ ტენდენციურად. ობიექტურად არსებული ვითარების ასახვის ნაყოფი ყოველთვის სუბიექტური რეალობის სახეს იღებს. იგი შეიძლება საკმაოდ ახლოს იყოს არსებულ რეალობასთან და შესაძლოა იყოს მისგან დაშორებულიც. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ფსიქიკა არა მხოლოდ ასახავს სინამდვილეს და განსაზღვრავს მასთან მიმართებას, არამედ წარმოსახვის, ფანტაზიის საშუალებით ქმნის ახალ რეალობასაც. ეს ფსიქიკური რეალობაა, მაგრამ მას ობიექტურად არსებულზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს.

ადამიანის ნებისმიერ აქტივობას ფსიქიკა განსაზღვრავს. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რამდენადაც საგნობრივი სინამდვილე, სოციალური ნორმა თუ ადამიანის ნიჭი და უნარი უშუალოდ კი არ განსაზღვრავს მის აქტივობას, არამედ იმის კვალობაზე, თუ როგორაა იგი ფსიქიკაში ასახული. ჩვენ ვმოქმედებ იმის მიხედვით, თუ როგორ გვგონია. და ეს „გვგონია“ არის სწორედ ფსიქიკის თვისება.

ფსიქიკის განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ ის არ გავაიგივოთ ცნობიერებასთან, როგორც ადრე იყო საყოველთაოდ მიღებული. მას ცნობიერებასთან ერთად აქვს არაცნობიერი მხარე.

ზედმეტი წამლები - Sputnik საქართველო
პოლიფარმაცია - როგორ მოვიქცეთ, როცა ექიმი საჭიროზე მეტ მედიკამენტს გვინიშნავს

ვინ არის ფსიქოლოგი? ფსიქოთერაპევტი? ფსიქიატრი?

ხშირად გვესმის საზოგადოებაში: „ფსიქოლოგთან რა მინდა? გიჟი ხომ არ ვარ?!“ ფსიქოლოგი ხშირად მონათლულია „ჭკუიდან შეცდენილი, გიჟების“ მკურნალად, რომელთან ვიზიტიც საშიში და სტიგმატიზებულია. ამიტომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ადამიანები პრობლემების შემთხვევაშიც თავს არიდებენ ფსიქოთერაპევტთან ვიზიტს, რადგან აშინებთ საზოგადოებრივი შეხედულება, „რას იტყვის ხალხი? ჭკუიდან შეიშალაო“. 

საქმე იმაშია, რომ ფსიქოლოგი არის ზოგადი სპეციალისტი, რომელსაც ზოგადფსიქოლოგიური განათლება აქვს. ფსიქოლოგია მრავალდარგობრივია: ზოგადი ფსიქოლოგია, სამედიცინო ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, ბავშვის ფსიქოლოგია, იურიდიული ფსიქოლოგია და ა.შ. ფსიქოლოგი შესაძლებელია იყოს ზოგადი სპეციალისტი ან კონკრეტული დარგობრივი განათლებით სპეციალიზდებოდეს, ის შესაძლოა იყოს მეცნიერ-მუშაკი, მკვლევარი ან თეორეტიკოსი. მაგრამ ცალკე აღებულ ფსიქოლოგს შესაძლოა არ ჰქონდეს ფსიქოთერაპიული განათლება და სპეციალური მომზადება.

რაც შეეხება ფსიქოთერაპევტს, ის პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა ასევე დამატებით გავლილი აქვს მომზადება კონკრეტული ფსიქოთერაპიული მიმდინარეობის მიმართულებით. ის პრაქტიკული ფსიქოთერაპიული განათლებით სპეციალიზდება კლინიკურ ფსიქოლოგიაში. მაშასადამე, როდესაც კონკრეტულ ნევროტულ თუ ფსიქოლოგიურ პრობლემატიკაზე ვსაუბრობთ, ვიზიტი საჭიროა ფსიქოთერაპევტთან და არა ფსიქოლოგთან.

ნაწყენი ბავშვი - Sputnik საქართველო
რატომ ეჭვიანობენ ბავშვები და როგორ დავეხმაროთ მათ

ფსიქიატრი კი პროფესიით ექიმია, რომელიც მედიცინის ერთ-ერთ დარგში, ფსიქიატრიაში სპეციალიზდება. ის ორიენტირებულია ფსიქიკური დაავადებების სიმპტომატიკის მოხსნასა და შესუსტებაზე, ასევე რემისიის მიღწევაზე. ის ძირითადად აქცენტს აკეთებს მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა შესაძლოა კონკრეტული ფსიქიატრი ამასთანავე იყენებდეს კონკრეტულ ფსიქოთერაპიულ მეთოდოლოგიას მკურნალობის პროცესში. ფსიქიატრს შეხება აქვს ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტთან, რომელსაც ზემოთ აღნიშნული მეთოდიკით უმკურნალებს. 

ფსიქოთერაპევტს კი საქმე აქვს როგორც კონკრეტულ დაავადებასთან, მაგ. შფოთვითი, პანიკური აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, დეპრესია, ადიქციური აშლილობები, სექსუალური დარღვევები, ფსიქოსომატური ჩივილები, ა.შ.; კონკრეტულ ფსიქოლოგიურ პრობლემატიკასთან, როგორიცაა შიშები, ფობიები, თვითშეფასების პრობლემატიკა, აგრესიულობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, კომუნიკაციური სირთულეები და ა.შ. ასევე ფსიქოკონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი მუშაობს „პრაქტიკულად ჯანმრთელ“ ადამიანებთან, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა ფსიქოლოგიური სირთულეები, როგორიცაა ფსიქოლოგიური ტრავმა, სტრესი, კრიზისი, საზრისის ძიება, ოჯახური თუ პიროვნებათშორისი კონფლიქტები.

ნარცისების ბაღი - Sputnik საქართველო
ნარცისიზმი, როგორც პიროვნული აშლილობა: როგორ ამოვიცნოთ ნარცისი

ექვს წლამდე ასაკში ფსიქიკურ ტრავმას პრაქტიკულად ყველა ადამიანი იღებს გარკვეული დოზით, ხოლო შემდგომ ცნობიერისა და არაცნობიერის წინააღმდეგობა იწვევს სხვადასხვა სირთულეებს, რაც შესაძლოა კონკრეტულ ფსიქიკურ დაავადებებსა და სიმპტომატიკაში ვლინდებოდეს. ასევე იწვევდეს ადამიანში ფსიქოლოგიურ სტრესს, კრიზისს, ადაპტაციურ დარღვევას. ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, პიროვნული სტაბილურობის მიღწევაზე მუშაობა ნებისმიერი ადამიანისთვის ლეგიტიმურია. განვითარებულ ქვეყნებში ცალკეულ პიროვნებებსა თუ ოჯახებს ჰყავთ პირადი ფსიქოთერაპევტი. ეს არც სასირცხვილო და არც საშიშია. საკუთარ თავზე მუშაობა ლეგიტიმური, სასურველი და აუცილებელიც კია. 

ფსიქოთერაპია პაციენტისგან აქტიურ ჩართულობას და საკუთარ თავზე მუშაობას გულისხმობს, თერაპევტი დამხმარე სპეციალისტია, რომელიც კონკრეტული მიდგომებითა თუ ტექნიკებით ეხმარება პაციენტს თავად გააცნობიეროს პრობლემები, არაცნობიერი ტენდენციები, პაციენტმა თავისივე აქტიური ჩართულობით უნდა მიაღწიოს სტაბილურობას, თვითრეგულაციას, ის თერაპიის აქტიური მონაწილეა და არა პასიური, ფსიქოთერაპევტზე დამოკიდებული ადამიანი, რომელიც ყოველ წუთს ელოდება მისგან ბრძნულ რჩევა-დარიგებას, რომ მაშინვე მიჰყვეს მას და მისი ყოველი ნაბიჯი ნაკარნახევი იყოს. ფსიქოთერაპიის სრული კურსის გავლის შემდეგ, ადამიანი დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი პიროვნებაა, რომელიც შემდგომში ნებისმიერ სირთულეს თუ ცხოვრებისეულ გამოწვევას დამოუკიდებლად გაუმკლავდება. მთავარი ამოცანა ამ ავტონომიის მიღწევაა.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ჰიპერმზრუნველობა ანუ „მახრჩობელა მშობელი" - შეცდომები ბავშვის აღზრდისას

ხშირად ადამიანები ფსიქოლოგიური პრობლემებისას მეგობრებისთვის გულის გადაშლას ამჯობინებენ. ეს გზები, რა თქმა უნდა, თავისებურ სიამოვნებასთან და შვებასთან არის დაკავშირებული, თავისებურ დატვირთვას მოიაზრებს, მაგრამ მამაოს თავისი საქმე და მოვალეობა აქვს, რაც ადამიანთა სულიერ ზრდასა და მხარდაჭერას გულისხმობს. მეგობრები არ არიან სპეციალისტები, რომლებიც დაგვეხმარებიან დაავადებების მკურნალობაში, სიმპტომატიკის მოხსნასა და კრიზისის დაძლევაში. ამისთვის სპეციალიზებული ფსიქოთერაპევტი არსებობს. 

ფსიქოთერაპევტები ყველგან არიან საჭირო: ბაღში, სკოლაში, პენიტენციურ სისტემაში და ა.შ., სადაც ისინი პრაქტიკული ფსიქოთერაპიული მეთოდოლოგიით იმუშავებენ ბავშვებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან, აღმზრდელებთან, ძიძებთან, პატიმრებთან, პრობაციონერებთან, ყველა ამ სისტემაში მომუშავე თანამშრომლებთან, რათა ფსიქოგანათლებასთან ერთად მოხდეს როგორც დაავადებათა და პრობლემათა პრევენცია, ასევე ადამიანთა ფსიქიკური სტაბილურობისა და ჯანმრთელობის მიღწევა. მუშაობა პრაქტიკული უნდა იყოს და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ დიაგნოსტიკური კითხვარების შევსებითა და ანკეტირებით. აქვე ცალსახად უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნულ სისტემებში უნდა მუშაობდნენ ფსიქოთერაპევტები და არა ზოგადი სპეციალიზაციის ფსიქოლოგები.

„დედამ ყველაზე კარგად იცის, რა არის კარგი მისი შვილისთვის“

არ გაბედოთ სიყვარული - Sputnik საქართველო
სიყვარული და ცრურწმენა - თურმე სიყვარულსაც სჭირდება სტაბილურობა

მომავალი თაობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უპირველესი ამოცანაა. ბევრი მშობლისგან ისმის: „რად უნდა ჩემს შვილს ფსიქოლოგი, დედამ ყველაზე კარგად იცის, რა არის კარგი მისი შვილისთვის“. ასეთსაც მოვისმენთ: „ამ ფსიქოლოგებმა ხომ წაიღეს ტვინი თავიანთი ჭკუის სწავლებით“. ასეთმა მშობლებმა ხშირად ნამდვილად ბევრი რამ არ იციან საკუთარ შვილებზე და არც სწორ მიდგომებზე, თუმცა ისეთი მშობლებიც მოსულან ჩვენთან კონსულტაციაზე, რომლებიც ფლობდნენ ცოდნასა და განათლებას აღზრდის სფეროში, ბევრი რამ ჰქონდათ წაკითხული და ბევრ საგანმანათლებლო ტრენინგსაც დასწრებიან, თუმცა უთქვამთ: „მე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ ნერვები არ მყოფნის ამისთვის“. ამიტომ მნიშვნელოვანია მშობელთა სკოლების ჩამოყალიბება, სადაც მშობლებს, ძიძებს, აღმზრდელებს საშუალება ექნებათ ფსიქოგანათლებასთან ერთად პრაქტიკულად იმუშაონ საკუთარ თავზე, რათა ჯერ თავად მიაღწიონ ფსიქიკურ სტაბილურობას და შემდგომ შეუწყონ ხელი მომავალი თაობის აღზრდას. „ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკა“ ყველაზე მნიშვნელოვანია მომავალი სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, რადგან მისი მეთოდოლოგია თავიდანვე გვაძლევს ფსიქოლოგიურ პრობლემათა პრევენციის შესაძლებლობას. ამისათვის კი საჭიროა ფსიქოთერაპევტებთან ერთად მომზადებული, სტაბილური მშობლები, აღმზრდელები და ძიძები. 

მაშასადამე, ფსიქოთერაპევტობა ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და საამაყო პროფესიაა, ხოლო მასთან მუშაობა სასირცხვილო კი არაა, არამედ საიმედო და სასარგებლოა. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გადავაფასოთ ჩვენი შეხედულებები ამ სფეროს მიმართ და ერთად შევქმნათ სტაბილური, სასარგებლო და მომავალზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული კულტურა საქართველოში.


ყველა ახალი ამბავი
0