სტოკჰოლმის, ლიმას, იერუსალიმის, პარიზის და სხვა სინდრომები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ

CC BY-SA 2.0 / Eddi van W. / open mindedადამიანი და ფსიქიკა
ადამიანი და ფსიქიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის" სტუმარია ლიცენზირებული ფსიქიატრი ილიას ტერსენიდისი.

გერმანიაში მოღვაწე ფსიქიატრი „Sputnik საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს არაერთგვაროვან და იშვიათ ფსიქიატრიულ სინდრომებზე.

სტოკჰოლმის სინდრომი - სახელწოდება უკავშირდება რეალურ ფაქტს, რომელიც 1973 წელს ქ. სტოქჰოლმში მოხდა. ბანკის ძარცვის დროს ბოროტმოქმედსა და მძევალს შორის პოზიტიური ემოციური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში მსხვერპლმა დამნაშავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარიც კი განაცხადა. აღნიშნული სინდრომის დროს მსხვერპლს უჩნდება სიმპათია აგრესორის მიმართ. სტოკჰოლმის სინდრომი გვხვდება არამარტო ბანკის მძევლებში, არამედ რიგით ოჯახებშიც, რომლებშიც აღინიშნება ძალადობის ფაქტები. ქალბატონების გარკვეულ ნაწილში კი ეს ფაქტი პროტესტსაც კი არ იწვევს. არცთუ ისე იშვიათად მსხვერპლი ძალადობის ფაქტს პროტესტის გარეშეც იღებს და სადღაც ალბათ მიესალმება კიდეც.

ზედმეტი წამლები - Sputnik საქართველო
პოლიფარმაცია - როგორ მოვიქცეთ, როცა ექიმი საჭიროზე მეტ მედიკამენტს გვინიშნავს

ლიმას სინდრომი - ეს გახლავთ სტოკჰოლმის სინდრომის შებრუნებითი ვერსია, როდესაც მოძალადეს უჩნდება სიმპათია მსხვერპლის მიმართ. აღნიშნული სახელი უკავშირდება ფაქტს რომელიც მოხდა ლიმაში (პერუ), სადაც ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ იაპონიის საელჩოს და მძევლად აიყვანეს 483 ადამიანი. ყველა მათგანი უკლებლივ გათავისუფლებული იქნა თვითონ გამტაცებლებისვე მიერ.

იერუსალიმის სინდრომი — წარმოადგენს განდიდების მანიის ერთ-ერთ ფორმას. ემართებათ ადამიანების გარკვეულ ნაწილს, რომლებიც სტუმრობენ იერუსალიმს. ისინი გრძნობენ ღვთაებრივ ძალას და სწამთ რომ შეიძინეს წინასწარმეტყველური უნარი. ძირითადად აღინიშნება დამთვალიერებელთა მორწმუნე კატეგორიაში. სიმპტომები რჩება დღეების განმავლობაში იერუსალიმის დატოვების შემდეგაც კი.

უცხო ხელის სინდრომი - აღნიშნული სინდრომი ძირითადად ვითარდება თავის ტვინის კონკრეტული უბნის დაზიანების შემთხვევაში. ის ერთმანეთთან აკავშირებს თავის ტვინის ორ ჰემისფეროს. პაციენტებს აქვთ განცდა, რომ ხელი მათ სხეულს არ ეკუთვნის და ის გარე ძალისმიერ იმართება.

არ გაბედოთ სიყვარული - Sputnik საქართველო
სიყვარული და ცრურწმენა - თურმე სიყვარულსაც სჭირდება სტაბილურობა

კოტარდის სინდრომი - ადამიანებს სწამთ, რომ ისინი ცოცხლები აღარ არიან, რომ მათი სხეული იხრწნება, ღვრიან სისხლს, კარგავენ ორგანოებს. აღნიშნული სინდრომი ძირითადად გვხვდება შიზოფრენიით და/ან ღრმა დეპრესიით დავადებულ პირებში.

დიოგენეს სინდრომი - ყველას გვსმენია ცნობილი ფილოსოფოსის დიოგენეს შესახებ, რომელსაც თვით ალექსანდრე მაკედონელმა შესთავაზა მთავარი მრჩევლის ადგილი. მის მთელ ქონებას ერთი გაბზარული კასრი წარმოადგენდა, რომელშიც იგი თავს აფარებდა წვიმასა და ავდარში. დიოგენე იყო ცინიკური და მინიმალისტური პიროვნება. მას არაფრად მიაჩნდა სიმდიდრე და ქონება, ამიტომაც მთელი ცხოვრება სიღარიბეში გაატარა. აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანები არიან სოციალურად იზოლირებულები და აპათიურები. ძირითადად გვხვდება ხანდაზმულ პირებში და დემენციით მიმდინარე პათოლოგიებში.

პარიზის სინდრომი - ემართებათ ძირითადად იაპონელებს, როდესაც ისინი საფრანგეთის დედაქალაქს სტუმრობენ. პათოლოგია გამოიხატება შიშით, შფოთვით, ემოციური აშლილობითა და ჰალუცინაციებით. მეცნიერების აზრით ამის მიზეზი აღნიშნულ პირებში არსებული რადიკალური კულტურული განსხვავებებია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0