როგორ ვიპოვოთ ბედნიერების საკუთარი რეცეპტი

© Pixabay / PublicDomainPicturesბედნიერება
ბედნიერება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია სერტიფიცირებული ქოუჩი და ბიზნეს–ტრენერი საერთაშორისო გამოცდილებით, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი, ემოციური ინტელექტის განვითარების სპეციალისტი და სპიკერი ეკატერინე ბაბუნაშვილი.

ადამიანებს ყოველდღიურად აწუხებთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით სჯობს განვითარდნენ, როგორ შეიძლება გახდნენ უფრო ეფექტურები და მოიპოვონ ყოველდღიური ბედნიერება. პასუხი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, თუმცა, ქოუჩინგის ფსიქოტექნოლოგია სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებმა თვითონ გავცეთ პასუხი ჩვენთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს. თითოეულ ჩვენგანს ბედნიერების ჩვენი ხედვა გვაქვს, ამიტომ ერთის წარმატების “რეცეპტი” შესაძლოა სულაც არაეფექტური იყოს მეორე ადამიანის შემთხვევაში. სწორედ აქედან გამომდინარე ხდება, რომ „სხვის ომში ყველა ბრძენია“ და მეგობრის რჩევა ხშირად გაუთვალისწინებელი რჩება. იქამდე, სანამ ბრაზმორეულები ვიტყვით, ხომ ვურჩიე, მაგრამ არ დამიჯერაო, მოდით დავუტოვოთ ადამიანებს საკუთარი გამოცდილების მიღების უფლება და განვმარტოთ რა არის ქოუჩინგი.

ქოუჩინგი საკუთარ თავში ჩახედვის და საკუთარი პოტენციალის აღიარების ხელოვნებაა, რომელსაც პიროვნება ქოუჩის, ანუ ქოუჩინგის სპეციალისტის დახმარებით აღწევს.

ადამიანი და ფსიქიკა - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის, ლიმას, იერუსალიმის, პარიზის და სხვა სინდრომები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ

რა ძალა აქვს კითხვის დასმას

ადამიანი, რომელსაც არ სჯერა საკუთარი ნიჭის, უნარებისა და შესაძლებლობების, მუდმივად სხვისგან ეძებს ამის დასტურს. არადა ჩვენზე უკეთ ვერავის ეცოდინება რისთვის მოვედით ამქვეყნად, რისი კეთება გვინთებს თვალებს და როგორ იქნება უმჯობესი, რომ ვიცხოვროთ, მოვიპოვოთ ჩვენი წილი ბედნიერება.

ლამაზი ვარ? კარგად გამომივიდა? სწორად გავაკეთე თუ არა? – აღნიშნულზე პასუხებს, რატომღაც გარედან ველით და, რაც ყველაზე მთავარია, დასტურის მიღებით გამოწვეული კმაყოფილება მალევე უჩინარდება ან საერთოდაც არ იწვევს დაკმაყოფილებას. 

ხშირად ხდება ისე, რომ გარე დასტურის ძიებაში ისე გავერთობით ხოლმე, ჩვენი შინაგანი სამყაროს თავისებურებები დავიწყებას ეძლევა. ამიტომაც რჩევები ნაკლებად მუშაობს, მაგრამ ადამიანის პოტენციალის გაღვივება, მომავლის ხედვის ჩამოყალიბება, მიზნების დასახვა და დაგეგმარება არა რჩევებით, არამედ შეკითხვების დასმით ხორციელდება.

არ გაბედოთ სიყვარული - Sputnik საქართველო
სიყვარული და ცრურწმენა - თურმე სიყვარულსაც სჭირდება სტაბილურობა

რატომ უნდა მივმართოთ ქოუჩს

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის განმარტებით, ქოუჩინგი წარმოადგენს კლიენტთან პარტნიორობას დამაფიქრებელი და შემოქმედებითი პროცესის მეშვეობით, რომელიც კლიენტის პირადი და პროფესიული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს. მარტივად რომ ვთქვათ, ქოუჩი და კლიენტი დიალოგს აწარმოებენ, რომლის დროსაც ქოუჩი შეკითხვებს სვამს, ხოლო კლიენტი საკუთარ თავს უღრმავდება, სადაც, როგორც წესი, პოულობს იმ პასუხებს, მას თვითრწმენას რომ უღვივებს და „ახალ ნაპირზე“ გაიყვანს. ახალი ნაპირი კი საკუთარი შესაძლებლობების აღქმას, უკეთესი მომავლის შენებას და მეტ ჰარმონიას ნიშნავს.

ამ გზაზე ქოუჩი მნიშვნელოვან მხარდამჭერ სისტემას ქმნის, ვინაიდან ქოუჩს სჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს პოტენციალი მიაღწიოს ნებისმიერ მის მიერ დასახულ მიზანს და ყველა ადამიანს შეუძლია შეიცვალოს, გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ. სამყაროში არაფერია სტატიკური. ყოველივე ცვლილებას განიცდის და მუდმივი განვითარების პრინციპიც სწორედ აქედან იღებს სათავეს. ახალ ნაპირზე გასვლას ახალი უნარები სჭირდება. ველოსიპედის ტარების ცოდნა ფონს ვერ გაგვიყვანს, თუ ავტომობილით ვგეგმავთ მის ჩანაცვლებას. მანქანის ტარებას სხვა ცოდნა და უნარები სჭირდება, ისევე, როგორც ახლებურ ცხოვრებას და მეტ ბედნიერებას.

ნათია ქოიავა - Sputnik საქართველო
დროის მენეჯმენტი – როგორ „ჩავეტიოთ დროში“

გახსოვდეთ, კვლევების მიხედვით, მხარდამჭერი გარემო წარმატების 55%-ის განმაპირობებელია. ამიტომაცაა, რომ მაღალეფექტური ადამიანების უმეტესობა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ქოუჩს მიმართავს და თვითონაც ავითარებს შეკითხვების დასმის უნარებს. ერთმა კარგად დასმულმა შეკითხვამ შესაძლოა პიროვნულ ტრანსფორმაციას დაუდოს სათავე და ეს სარგებელი ჩვენ თავს არ უნდა მოვაკლოთ. კარგ შეკითხვებს ადამიანის სააზროვნო ჩარჩოების გაფართოებაც ახლავს თან, რასაც არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აკისრია პიროვნული ეფექტურობის ჯაჭვში. სტივ ჯობსი მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვად შემდეგს ასახელებდა: რას გააკეთებდი, შენი სიცოცხლის ბოლო დღე რომ იყოს? მოცემულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას სხვა მექანიზმი ირთვება – გახსენდება ის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის გულისთვისაც სიცოცხლეს ფასი აქვს.

ნარცისების ბაღი - Sputnik საქართველო
ნარცისიზმი, როგორც პიროვნული აშლილობა: როგორ ამოვიცნოთ ნარცისი

თუ სხვას გამოუვიდა, მეც გამომივა!

„ყველაფერი, რის წარმოდგენასაც შეძლებ, რეალურია“ — პაბლო პიკასოს ეს ციტატა ბევრისთვის შთაგონების წყარო გამხდარა, თუმცა საქმე უფრო სერიოზულადაა, ვიდრე უბრალოდ ინსპირაცია და აღნიშნულს, მეტწილად, მეცნიერული საფუძვლებიც უმყარებს ზურგს.

ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ჩვენ ტვინის მხოლოდ მცირე პოტენციალს ვიყენებთ. 1990-იან წლებში კი, როდესაც ნეირომეცნიერება განვითარდა, დადგინდა, რომ ადამიანის ტვინის ერთ-ერთი შრე — ნეოკორტექსი წარმოსახვაზეა პასუხისმგებელი.

სულ მარტივად რომ ვთქვათ, ტვინის აღნიშნული შრე ვერ აღიქვამს განსხვავებას წარმოსახვითსა და სინამდვილეს შორის. თუ თქვენ ერთი წამით წარმოიდგენთ, რომ მჟავე მანდარინს მიირთმევთ, მყისიერად იგრძნობთ მის თანმხლებ პროცესებს, ისეთს, როგორიცაა გემო და ნერწყვის სეკრეცია. შესაბამისად, თუ წარმოსახვაში თქვენ მიზანს დახატავთ, როგორც უკვე მიღწეულს, მაშინვე იგრძნობთ იმ სიამოვნებასაც, რასაც იგი განიჭებთ – იქ, მომავალში. აღნიშნული ხედვა შთაგონებას მოგიტანთ და თუ სითამამესაც იპოვით იმისთვის, რომ მიზნისკენ ნაბიჯები გადადგათ, დიდი ალბათობით, მიაღწევთ კედევაც ნათელ ნაპირს.

ამიტომაც ქოუჩინგის პროცესში ნეოკორტექსის პოტენციალი აქტიურადაა ათვისებული. თქვენი ქოუჩი ხშირად შეგეკითხებათ, რა გსურთ და რას ხედავთ, როდესაც სასურველს უკვე მიაღწიეთ.

ადამიანის პოტენციალი უსაზღვროაო, იმასაც ამბობენ. ყველა ვიცნობთ დიდი წარმატების ისტორიებს და ხშირად ვპოულობთ ხოლმე მათში საერთოს. ეს საერთოობის განცდა, ჩემი რწმენით, ადამიანობიდან მოდის. აღნიშნული კი საკმარისია იმისთვის, რომ ვიცოდეთ: თუ სხვას გამოუვიდა, მეც გამომივა!

ყველა ახალი ამბავი
0