„სტუმარი სუფრასთან“ – National Geographic-მა საქართველოზე „გემრიელი“ სტატია „გამოაცხო“

© photo: Sputnik / Edward Pesovქართული სუფრა
ქართული სუფრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ხშირად ხვდება სხვადასხვა ტურისტულ ჟურნალში, ამჯერად ჩვენ ქვეყანას ყურადღება National Geographic Traveler-მა მიაქცია.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალმა მოგზაურობების შესახებ National Geographic Traveler-მა გამოაქვეყნა მოგზაურ-ბლოგერი დევიდ ფარლის სტატია, რომელშიც მან მკითხველს საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიარა.

საშიშია თუ არა საქართველო ტურისტებისთვის – გამოქვეყნდა უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი >>

სტატიაში „სტუმრები სუფრასთან“ ავტორი აღწერს ქართულ კერძებს და ქართული სუფრის ტრადიციებს.

„ვერავინ ისე ვერ გიმასპინძლებთ სუფრასთან, როგორც ეს ქართველებს შეუძლიათ. საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, რაჭაში მეგობრები, ოჯახის წევრები ერთ დიდ მაგიდასთან იკრიბებიან – ეს არის ხანგრძლივი, სიცოცხლით სავსე, ალკოჰოლით გაჯერებული შეხვედრა სუფრასთან, რომელიც სავსეა კერძებით, სადაც ღვინით სავსე ჭიქებია და ყველა თამადას ემორჩილება“, – წერს ფარლი.

სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს რაჭის სოფლებს, ადგილობრივების სტუმართმოყვარეობას, ქართულ ცეკვებსა და კერძებს.

ქართული ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროში რიგით მეოთხე ეროვნული ცერემონია Welcome to Georgia - Sputnik საქართველო
ტურისტული „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია თბილისში გაიმართება

„სოფელ ხიმშში მოხვედრა არც ისე იოლია. სანამ მიხვალთ რაჭაში, გაივლით საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთას, რომელსაც მეექვსე საუკუნის ჯვრის მონასტერი გადმოჰყურებს. შემდეგ გაივლით გორს – სტალინის მშობლიურ ქალაქს; შემდეგ არის სურამი, სადაც ადგილობრივები აცხობენ ტკბილ ნაზუქებს და გზის პირას ჰყიდიან. რიკოთის გვირაბის შემდეგ მეშახტეების ქალაქ ტყიბულს გაივლით, შემდეგ შაორის წყალსაცავს. ოთხი საათის შემდეგ მივადექით ხიდს მდინარე რიონზე“, – წერს ფარლი.

ფარლი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში მოგზაურობდა.

ტურიზმის სფერო საქართველოში წლიდან წლამდე აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველწლიურად იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმება, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზებით, 2018 წელს საქართველოს 8,5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა.

ყველა ახალი ამბავი
0