ტურისტული „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია თბილისში გაიმართება

© Photo: courtesy of Welcome to Georgia!ქართული ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროში რიგით მეოთხე ეროვნული ცერემონია Welcome to Georgia
ქართული ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროში რიგით მეოთხე ეროვნული ცერემონია Welcome to Georgia - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტურიზმის სფეროს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულების ვინაობა უახლოეს დროს გახდება ცნობილი

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ქართული ტურიზმის და სტუმართმოყვარეობის სფეროში რიგით მეოთხე ეროვნული ცერემონია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება, 17 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ქართული ტურისტული სექტორის 350 წარმომადგენლიდან 20 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, რომლებიც დამსახურებულად მოირგებენ წოდებას „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“.

გეგა სოფრომაძე ტოიოტას გლობალური კონკურსზე იაპონიაში - Sputnik საქართველო
პატარა ქართველი მხატვარი იაპონიაში „ტოიოტას" კონკურსის გამარჯვებული გახდა

ცერემონია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება, ქართული ტურისტული სექტორის სფეროში ერთგვარ „ოსკარს“ წარმოადგენს.

რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონიას 800-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის იქნებიან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, უმსხვილესი სასტუმროების გენერალური მენეჯერები და მფლობელები, ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზატორები, კაფეების, რესტორნების, ღვინის კომპანიების ხელმძღვანელები. დაჯილდოების ცერემონიას ასევე დაესწრებიან მედიის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაეცანით Sputnik-ის პროექტს „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ >>

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება - ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროს ყოველწლიური ეროვნული ჯოლდოა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და ქვეყნის საუკეთესო ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ პრემია Welcome to Georgia! !ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების საინფორმაციო პარტნიორია.

ცერემონია უკვე მეოთხე წელია იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ასევე, პროექტის თანაორგანიზატორია - საქართველოს ბანკი. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორია - ბიდიო საქართველო!

 

ყველა ახალი ამბავი
0