საშიშია თუ არა საქართველო ტურისტებისთვის – გამოქვეყნდა უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი

© photo: Sputnik / Stringerტურისტები „თბილისობაზე"
ტურისტები „თბილისობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
International SOS-ის ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზე, თუ რითი შეიძლება იყოს საშიში საქართველო ტურისტებისთვის. მათ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ინტერაქტიული რუკა შეადგინეს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველო ტურისტებისთვის საფრთხის დაბალი დონის ქვეყნების სიაში მოხვდა, ასეთია სამედიცინო სერვისების კომპანიის International SOS მონაცემები.

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინტერაქტიული რუკის მიხედვით, ქვეყნები ხუთ კატეგორიად არიან დაყოფილი და შესაბამისი ფერით მონიშნული. ქვეყნები საშიშროების მაღალი საფრთხით რუკაზე აღნიშნული არიან წითლად, ძალიან მაღალი საფრთხის დონით – მუქი ყავისფრით. ნარინჯისფერი ნიშნავს ქვეყნებს საფრთხის საშუალო დონით, ხოლო ყვითელი – დაბალი დონით. უსაფრთხო ქვეყნებისთვის ანალიტიკოსებმა მწვანე შეარჩიეს.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
რატომაა საქართველო რეგიონში საუკეთესო Doing Business-2019-ის შეფასებით

ტურისტებისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო „ყვითლების" რიცხვში მოხვდა, ანუ საფრთხის დაბალი დონის ქვეყნების სიაში. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში „ძალადობრივი დანაშაულის დონე დაბალია, ხოლო რასობრივი, სექტანტური ან პოლიტიკური ძალადობა ან სამოქალაქო არეულობები იშვიათადაა, ისევე, როგორც ტერორისტული აქტები". 2017 წელს სპეციალისტებმა საქართველო საფრთხის საშუალო დონის ქვეყნების რიცხვში შეიყვანეს. ახლა კი, მათი აზრით, სიტუაცია გაუმჯობესდა.

სამედიცინო რისკების თვალსაზრისით საქართველო, 2017 წლის მსგავსად, ტურისტებისთვის საშიშ ქვეყნად დასახელდა. ეს კატეგორია აღწერილია ამგვარად: „ექსტრემალური დახმარება ხელმისაწვდომია ყველასთვის, მაგრამ სპეციალიზებული დახმარების მიღება რთულია. ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეიძლება შეზღუდული იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი, შესაძლოა, ცუდ პირობებში ინახებოდეს და, საერთოდ, ფალსიფიცირებული აღმოჩნდეს".

როგორ იქმნებოდა რეიტინგი

ტურისტებისთვის საფრთხის დონის განსაზღვრისას სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა ტერორიზმი, კონფლიქტები, დანაშაულის საერთო დონე, სტიქიური უბედურებების სიხშირე, პოლიციისა და საგანგებო სამსახურების მუშაობის ეფექტურობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საიმედოობა.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში - Sputnik საქართველო
საქართველო მეორე ადგილზეა ევროპაში სწრაფად განვითარებად მიმართულებებს შორის

სამედიცინო რისკების გამოსავლენად სპეციალისტები გაეცნენ ქვეყნების მონაცემებს ინფექციური დაავადებების რაოდენობის მხრივ, გაითვალისწინეს ეკოლოგიური ფაქტორები, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, სტომატოლოგიური დახმარების დონე და ხელმისაწვდომობა, ხარისხიან ფარმაცევტულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა, კულტურული და ენობრივი ბარიერები.

სხვა ქვეყნები

International SOS-ის სპეციალისტებმა ტურისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად აღიარეს სომალი, იემენი, ავღანეთი, მალი, სამხრეთ სუდანი, ლიბია და სირია. ყველაზე უსაფრთხოდ დაასახელეს მხოლოდ ოთხი სახელმწიფო: ფინეთი, ნორვეგია, დანია და ირლანდია.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი და აზერბაიჯანი მიჩნეული არიან საფრთხის დაბალი დონის ქვეყნებად, თუმცა, მათი სასაზღვრო ზონები წითლად არის აღნიშნული. თურქეთსა და რუსეთს სპეციალისტებმა საფრთხის საშუალო დონე მიანიჭეს.

ყველა ახალი ამბავი
0