„ცენტრ პოინტის" მფლობელებმა შეიძლება საპყრობილე დატოვონ

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო კომპანია სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის" მფლობელების – პარლამენტის ექს-სპიკერ რუსუდან კერვალიშვილისა და მისი დის მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა პროკურატურასთან მათი დაცვის ქვეშ მყოფთა გათავისუფლების თაობაზე საპროცესო შეთანხმებას მიაღწია.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციასთან „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები აქციას მართავენ

"ცენტრ პოინტი" გაყიდულია: ყოფილ მფლობელებს თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ>>>

მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის" მფლობელები რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი 2004-2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილის 88"-ის მეპაიეთა თანხებიდან 11 მილიონი ლარის თაღლითური მითვისების გამო დამნაშავედ ცნო. ამხანაგობა საცხოვრებელ კომპლექსს სააკაძის მოედანზე აშენებდა. ორივეს 4-4 წლით პატიმრობა მიესაჯა.

„საპროცესო გარიგების თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, ახლა დეტალებს განვიხილავთ. ის მას შემდეგ გაფორმდება, რაც მაია და რუსუდანი მიწას და თავიანთ ქონებას კომპანია „M2"-ს გადასცემენ", – განაცხადა ადვოკატმა მარი ცუცქირიძემ.

ცუცქირიძეს საპროცესო შეთანხმების პირობები და კონკრეტული თარიღი, თუ როდის დატოვებენ მსჯავრდებულები საპყრობილეს, არ დაუსახელებია.

კომპანიის გაყიდვა და დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო გარიგების ერთ-ერთი პირობაა.

„ცენტრ პოინტ ჯგუფი" 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები იყვნენ დები — მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნოდათ.

სამშენებლო კომპანია სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0