მთავრობის ადმინისტრაციასთან „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები აქციას მართავენ

© Sputnik / Denis Aslanovმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სკანდალურად ცნობილი სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპის“ დაზარალებულები თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

"ცენტრ პოინტი" გაყიდულია: ყოფილ მფლობელებს თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ >>

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის" მფლობელები რუსუდან კერვალიშვილი და მისი და მაია რჩეულიშვილი 2004-2009 წლებში 11 მილიონ ლარზე მეტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო. ორივეს 4-4 წლით პატიმრობა მიესაჯა.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებულმა შორენა მეფარიშვილმა განაცხადა, 17 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში საქმეზე პროცესია ჩანიშნული. შესაბამისად, აქცია მთავრობის ადმინისტრაციის პარალელურად სასამართლოსთანაც გაიმართება.

დაზარალებულები მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან  შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია უვადოდ გაგრძელდება.

მაია რჩეულიშვილი - Sputnik საქართველო
მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

„17 ოქტომბერს გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც იგივე ტყუილების მოსმენა მოგვიწევს. შესაძლოა, გამოვიდნენ რჩეულიშვილები, შედგეს საპროცესო გარიგება. ამის წინააღმდეგი ვართ და გვინდა დაუყოვნებლივ შეხვედრა. დღეს შევხვდით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს და დაგვპირდნენ, რომ შეხვედრა შედგება“, – განაცხადა შორენა მეფარიშვილმა.

დაზარალებულები საინიციატივო ჯგუფის შექმნასაც ითხოვენ.

კომპანია „ცენტრ პოინტი“ ერთი წლის წინ გაიყიდა. მფლობელებმა კომპანია გაყიდეს, რათა გაისტუმრონ ვალები და მიაღწიონ გარიგებას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე. კომპანიის გაყიდვა და დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო გარიგების ერთ-ერთი პირობაა.

„ცენტრ პოინტ ჯგუფი" 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები იყვნენ დები — მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნოდათ.

„ცენტრ პოინტი" სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0