"ცენტრ პოინტი" გაყიდულია: ყოფილ მფლობელებს თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცხოვრებელი სახლის მშენებლობა
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტ გრუპი" მფლობელებმა გაყიდეს, რათა გაისტუმრონ ვალები და მიაღწიონ გარიგებას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. გაიყიდა სკანდალურად ცნობილი სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტ გრუპი", რომლის მფლობელები საპატიმროში აღმოჩნდნენ თაღლითობის გზით თანხის მითვისების გამო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" მფლობელები რუსუდან კერვალიშვილი და მისი და მაია რჩეულიშვილი 2004-2009 წლებში 11 მილიონ ლარზე მეტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო. ორივეს 4-4 წლით პატიმრობა მიესაჯა.

"ჩვენ გავყიდეთ კომპანია. ასეთი დიდი გარიგება, მე მგონი, საქართველოში ამ სფეროში არ მომხდარა. სამუშაო მოცულობითია და რამდენ ხანში მოხდება ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით", — განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, მაია რჩეულიშვილის ვაჟმა გურამ (გუკა) რჩეულიშვილმა.

სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
სასამართლომ ყოფილი ვიცე-სპიკერის შვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

კომპანიის გაყიდვა და დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურება მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო გარიგების ერთ-ერთი პირობაა.

"კომპანიის გაყიდვის შემდეგ დავაზუსტებთ დაზარალებულთა პოზიციას პროცესუალურ გარიგებასთან დაკავშირებით და შემდეგ გადაწყდება პროცესუალური გარიგების საკითხი ბრალდებულების — რჩეულიშვილისა და კერვალიშვილის მიმართ", — განაცხადა პროკურორმა ზვიად გუმბერიძემ.

"ცენტრ პოინტ ჯგუფი" 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები იყვნენ დები — მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნოდათ.

"ცენტრ პოინტი" სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0