ტურისტული ადგილების მართვის პირველი ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთში შეიქმნება

© Photo: courtesy of Miho Neimanრაბათის ციხე
რაბათის ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანალოგიური ორგანიზაციები კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო - ზემო სვანეთში გაიხსნება

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინიციატივით სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დაფუძნდება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ტურისტები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის

ახალი ორგანიზაციის მთავარი მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების ახალი მოდელის შექმნის ხელშეწყობა იქნება.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით ოფისების რეგიონული ქსელის შექმნას იწყებს და ამ ორგანიზაციების მთავარი მიზანია კერძო სექტორის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და ცენტრალური მთავრობის ერთმანეთთან კოორდინირება, რათა ტურისტული პოტენციალი რეგიონებში უფრო ჩქარი ტემპებით განვითარდეს. პირველი ასეთი ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთში შეიქმნება“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩოგოვაძემ.

მისი თქმით, ანალოგიური ორგანიზაციები კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო - ზემო სვანეთში გაიხსნება.

ტურიზმი საქართველოში: ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა ისევ იზრდება >>

ახალი ორგანიზაციის დაარსებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და USAID-ი ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დაადგენენ პრიორიტეტებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მის უკეთ წარმოჩენას, ასევე სამცხე-ჯავახეთში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობას.

ყველა ახალი ამბავი
0