თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ოქტომბერში 719 ათასზე მეტი უცხოელი მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ოქტომბერში მათი რაოდენობა 407,2 ათასს აჭარბებს (+15,1%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მიხედვით 2018 წლის ოქტომბერში
რუსეთი 139 366 +30,5
აზერბაიჯანი 110 955 +4,7
თურქეთი 107 313 -2,9
სომხეთი 74 159 -12,1
ირანი 19 522 -4,5
ოქტომბერში ქვეყანა მოინახულა ქართული დიასპორის 39,9 ათასმა წარმომადგენელმა, რაც 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით 2,7%-ით მეტია.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა კორეის რესპუბლიკიდან (+77%), ჩინეთიდან (+60%), აშშ-დან (+50%), ბელარუსიდან (+35%), ყაზახეთიდან (+34%), საუდის არაბეთიდან (+30%).
ყველაზე მეტი უცხოელი საქართველოში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.
ტრანსპორტის სახეობები და უცხოელი ვიზიტების შესაბამისი რაოდენობა და ზრდა წელიწადში (ვიზიტების რაოდენობა, ცვლილება წელიწადში და წილი ვიზიტების რიცხვში)
სახმელეთო 429 414 +2,6 70,3%
საჰაერო 174 792 +26,3 28,6%
რკინიგზა 4 244 +30,3 0,7%
საზღვაო 2 702 - 6,7 0,4%
იმ სასაზღვრო პუნქტებს შორის, საიდანაც საქართველოში უცხოელი ვიზიტორები შემოდიან, ლიდერობენ სარფის, თბილისის აეროპორტის და ყაზბეგის საკონტროლო-გამშვები პუნქტები.
საკონტროლო-გამშვები პუნქტების პირველი ხუთეული (ვიზიტების რაოდენობა, ცვლილება წელიწადში და წილი ვიზიტების რიცხვში)
თბილისის აეროპორტი 138 218 23,6 22,6%
ყაზბეგი 101 710 10,2 16,6%
სადახლო 96 834 5,7 15,8%
წითელი ხიდი 92 223 10,8 15,1%
სარფი 86 722 2,6 14,2%
ტურიზმის სფერო საქართველოში წლიდან წლამდე აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველწლიურად იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმება, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება.