რელიგიური სკანდალი: ქართულმა ეკლესიამ დედა სიდონიასთან კავშირი უარყო

გამოწერა
ქართულმა ეკლესიამ განმარტა, რომ დედა სიდონიას საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს არანაირი კავშირი არ აქვს დედა სიდონიასთან (ყაჭიაშვილი), რომელსაც საზოგადოება როგორც სამკაულების დიზაინერს იცნობს.

საპატრიარქო საქართველოში კანაფის წარმოების კატეგორიული წინააღმდეგია >>

დედა სიდონიას ირგვლივ ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ის როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ადამიანი დააჯილდოვა. ღონისძიების შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გააკეთა და მონაზონი არაეკლესიურ საქმიანობაში დაადანაშაულა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი - Sputnik საქართველო
რუსულმა მართმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლთან კავშირი გაწყვიტა

„დედა სიდონიას (ყაჭიაშვილი) ჩვენი საზოგადოება მედიის საშუალებით ასე თუ ისე იცნობს და საქართველოს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, რაც არასწორია; თუმცა აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი  პოზიცია არასდროს დაგვიფიქსირებია;  ახლა კი, როდესაც იგი  მონოზვნის სახედ წარმოგვიდგინეს, ვალდებულნი ვართ, ხალხს მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ. დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც იქ მიიღო. დიდსქემოსნობა, ფაქტობრივად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და, ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დედა სიდონია: მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე წელი იყო >>

დედა სიდონია წლების განმავლობაში ქმნის სხვადასხვა სამკაულებს, რომელიც ცნობილ ადამიანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქსესუარების კოლექციებს ის ასევე ქმნის ცნობილ ქართველ დიზაინერებთან ერთად. მედიის მონაცემებით, ბოლო დროს ის ებრძოდა მძიმე დაავადებას, თუმცა ზუსტი დიაგნოზი არ დასახელებულა. 

ცნობილია, რომ სამკაულებს დედა სიდონია სენის დასამარცხებლად საჭირო თანხისთვის თავმოსაყრელად და ასევე საქველმოქმედო მიზნებისთვის ამზადებს. 

საპასუხო დარტყმა

დედა სიდონიამ უკვე გააკეთა საპასუხო განცხადება და საპატრიარქოს განცხადებას არაეთიკური უწოდა.

„ვინც ეს წერილი შეადგინა, მე ვფიქრობ, რომ არასწორი ინფორმაცია აქვს, ან ვიფიქრებ სხვა შემთხვევაში, რომ მიზანმიმართული დისკრიმინაციაა ჩემი პიროვნების. ჩემთვის ამ წერილში, რაც ცოტა სტრესული იყო და არა ეთიკურად მეჩვენა, იყო ჩემს ჯანმრთელობის თემაზე შეხება, რამაც დანარჩენი, ყველა წერილის შინაარსი გადაფარა და ვერც გავიაზრე“, - განაცხადა დედა სიდონიამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე არავის არ უთქვამს, რომ ის არის საქართველოს საპატრიარქოს მონაზონი. იყო მითითებული, რომ ის არის მართლმადიდებელი მონაზონი საქართველოში.

კომპანია Omega Group Tobacco-ს ქარხანა - Sputnik საქართველო
რამდენი მილიონი შეიტანა „ომეგამ“ ბიუჯეტში - სახელდება სხვადასხვა თანხა

„მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ამას ვერავინ ვერ გაექცევა. ჩემი აღკვეცა დიდ სქემაში არის ბერძნულ ეკლესიაში, მაგრამ ანუ ამისი ხაზგასმა რას ნიშნავს, რომ თუ ბერძნულ ეკლესიაში აღვიკვეცე, მე მართლმადიდებელი არ ვარ?“ - განაცხადა დედა სიდონიამ.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა ასევე ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა.

„საპატრიარქოს განცხადება გაუგებარია, ვინაიდან, რელიგიათა საბჭომ არ დააჯილდოვა დედა სიდონია იმის გამო, რომ ის საპატრიარქოს იურისდიქციაში იმყოფება, არამედ დააჯილდოვა იმის გამო, რომ დედა სიდონია გამოირჩევა თავისი ღიაობით, შემწყნარებლობით, თანამშრომლობის სურვილით", - განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0