რამდენი მილიონი შეიტანა „ომეგამ“ ბიუჯეტში - სახელდება სხვადასხვა თანხა

© photo: OGT / FBკომპანია Omega Group Tobacco-ს ქარხანა
კომპანია Omega Group Tobacco-ს ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიის გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ კომპანიამ 2 მილიონი ლარი შეიტანა, შემოსავლების სამსახური 1 მილიონ ლარს ასახელებს

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. სამთვიანი პაუზის შემდეგ, „ომეგას“ თამბაქოს ქარხანა ამუშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

როგორც  „ომეგას“  გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა, ქარხანაში მუშაობა გუშინ საღამოს მას შემდეგ განახლდა, რაც კომპანიამ ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი შეიტანა.

აქცია - Sputnik საქართველო
Iberia TV-ს ყოფილი თანამშრომლები არხის დირექციის წინააღმდეგ სასამართლო დავას გეგმავენ

„თანხის გადახდის შემდეგ ქარხანას აქციზური მარკები მისცეს და მას მუშაობის დაწყების შესაძლებლობა მიეცა. ამჟამად ველოდებით რესტრუქტურიზაციის პასუხს“, - აცხადებს აღდგომელაშვილი.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ბაზრის წილის დაბრუნებას შეძლებენ, რომელიც ახლა დაკარგული აქვს.

ტელეკომპანია Iberia TV-მ მაუწყებლობა შეწყვიტა>>>

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიამ ბიუჯეტში არა ორი, არამედ ერთი მილიონი ჩარიცხა.

„26 ოქტომბერს, კომპანია ოჯთ-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით“,- აცხადებენ უწყებაში.

იმისათვის, რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა. შემოსავლების სამსახურმა კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს. კომპანიამ წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად აქციზური მარკები შეიძინა.

ძალადობა - Sputnik საქართველო
ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაკეტეს და სცემეს: საქართველო ახალმა ფარულმა ვიდეოკადრებმა შეძრა

ამ ეტაპზე „ოჯთ“ ამზადებს წინადადებების პაკეტს ვალის მომსახურების ახალი გრაფიკის შეთანხმების თაობაზე.

ლევან აღდგომელაშვის განმარტებით, დღის წესრიგში ტელეკომპანია „იბერიის“ მუშაობის განახლებაც დგას, თუმცა როდისთვის მოხერხდება ეს, ვადების დასახელება უჭირს.

Iberia TV-მ მაუწყებლობა ოქტომბრის შუა რიცხვებში შეწყვიტა. მანამდე არხის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ტელეკომპანია დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მისი ერთადერთი სპონსორის, კომპანია Omega Group Tobacco-ს ანგარიშები დააყადაღა. კომპანიას სახელმწიფოს წინაშე 52,8 მილიონი ლარი დავალიანება დაუგროვდა. ამასთან, უშუალოდ ტელეკომპანიის დავალიანებამ 87 ათასი ლარი შეადგინა. ორივე კომპანია Omega Group-ში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0