15 ათასი მიგრანტი სამ ბინაში: რეგისტრაცია რუმინულად

© photo: Sputnik / Sergey Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიბუქარესტი
ბუქარესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუქარესტის პოლიციის სამმართველომ დღეს, დილით ჩხრეკა ჩაატარა აღნიშნულ მისამართებზე და ცხრა პირი დააკავა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. რუმინეთის პოლიციამ ბუქარესტში აღმოაჩინა სამი ბინა, რომლებშიც 15 ათასამდე მიგრანტი იყო დარეგისტრირებული, იუწყება ქალაქის პოლიციის სამმართველოს პრეს-სამსახური. 

ლტოლვილები კალეში, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
ევროპისკენ დანით ხელში: ათეულობით ათასი მიგრანტი ევროკავშირში შეჭრას ცდილობს

როგორც სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორი დანაშულებრივი დაჯგუფება 150-200 ევროს სანაცვლოდ უცხოეთის მოქალაქეებს რუმინეთის მოქალაქეობის მიღებაში ეხმარებოდა და მათ ერთსა და იმავე მისამართებზე არეგისტრირებდა. 

„ამ დროისათვის გამოვლენილია დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, რომლებიც დედაქალაქში სამ მისამართზე არიან რეგისტრირებული“, — განმარტეს პოლიციაში.

ბუქარესტის პოლიციის სამმართველომ დღეს, დილით ჩხრეკა ჩაატარა აღნიშნულ მისამართებზე და ცხრა პირი დააკავა. 

რუმინეთის კანონმდებლობის თანახმად, უცხოეთის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პასპორტის მისაღებად, მაგალითად, მოქალაქეობის შეცვლისას, აუცილებლად ესაჭიროება ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია.

ყველა ახალი ამბავი
0