ევროპისკენ დანით ხელში: ათეულობით ათასი მიგრანტი ევროკავშირში შეჭრას ცდილობს

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშილტოლვილები კალეში, საფრანგეთი
ლტოლვილები კალეში, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიგრანტების უმრავლესობა ახალგაზრდა მამაკაცებია, ოჯახების გარეშე, მათ შორის ქალები თითქმის აღარ არიან

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ევროკავშირის ტერიტორიას ემუქრება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ცივი იარაღით შეიარაღებული 20 ათასზე მეტი მიგრანტის შეჭრა, იუწყება РИА Новости ავსტრიის გაზეთ Kronen Zeitung-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბოსნია-ხორვატიის საზღვარზე სპეციალური ქვედანაყოფებია განთავსებული, სიტუაცია გართულდა, რადგან ახლა უკვე ყველა მიგრანტი, რომელსაც საზღვრის გარღვევა სურს, დანით არის შეიარაღებული.

მიგრანტები ზღვაში - Sputnik საქართველო
არალეგალი მიგრანტების გაქცევა ევროპაში მოხვედრის შემდეგ - ვიდეოკადრები

„აღარ არის უკვე მთლიანი ოჯახები, ასევე თითქმის აღარ არიან ქალები (საზღვართან მყოფ მიგრანტებს შორის), 95% ამ მიგრანტებისა, რომლებსაც საზღვრის გარღვევა სურთ, - ახალგაზრდა მამაკაცებია, თითქმის ყველა დანით არის შეიარაღებული. ერთ-ერთი პოლიციელის მოკვლასაც კი შეეცადნენ“, - მოჰყავს გამოცემას ავსტრიის შიდაპოლიტიკური უწყების ინფორმაცია.

ამასთან საზღვართან ახლოს მყოფ მიგრანტებს შორის არ არიან სირიელები, ძირითადად არიან პაკისტანიდან, ირანიდან, ალჟირიდან და მაროკოდან.

ავსტრიის შსს-ს თანამშრომლების ინფორმაციით, მიგრანტების მთავარი სამიზნეს წარმოადგენს გერმანია და სკანდინავიის ქვეყნები.

საქართველოში ჩამოსულ მიგრანტებს არავინ აკონტროლებს?! >>

აპრილში ბოსნიის და ჰერცეგოვინას საპარლამენტო კომიტეტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში იუწყებოდა, რომ ელოდება დაახლოებით 50 ათასი მიგრანტის შემოდინებას, რომლებიც ქვეყნის გავლით ევროკავშირის სახელმწიფოებში შეღწევას შეეცდებიან. ოფიციალურად მიგრანტების „დასავლეთ ბალკანური მარშრუტი“ 2016 წელს დაიხურა, მაგრამ საბერძნეთი-მაკედონია-სერბეთი-ხორვატიის მარშრუტის ნაცვლად მათ შეაღწიეს ევროკავშირის სახელმწიფოებში ალბანეთის, მონტენეგროს და ბოსნია და ჰერცეგოვინას გავლით.

ყველა ახალი ამბავი
0