ზემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ქვეყნის პირველი პირები გამოეხმაურნენ

© photo: SputnikГорящие свечи в церкви
Горящие свечи в церкви - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნული კორპუსიდან მცხოვრებლების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ–მინისტრმა და დედაქალაქის მერმა ზემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აფეთქება ფონიჭალაში - Sputnik საქართველო
აფეთქება ფონიჭალაში – მაშველებმა ნანგრევებში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს

უბედური შემთხვევა ზემო ფონიჭალაში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსის მესამე და მეოთხე სართულებზე ნგრევა გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაშავებული 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. დაღუპული ქალი და ბავშვი კი, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ, მეორე სართულზე იმყოფებოდნენ. მაშველებმა ქალისა და ბავშვის ცხედრები რამდენიმესაათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ იპოვეს.

„დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს ფონიჭალაში. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაიღუპა დედა-შვილი, 3 ადამიანი კი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, მძიმედ არის დაშავებული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახსა და ახლობლებს. დაშავებულების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ექიმები ყველაფერს აკეთებენ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულების ახლობლებს თანადგომა გამოუცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
აფეთქება ფონიჭალაში: კორპუსის ნგრევის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში ტრაგიკული შემთხვევისას ახალგაზრდა ქალისა და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის გამო. ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახსა და ახლობლებს“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ზემო ფონიჭალაში მომხდარს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც.

„დღეს დიდი ტრაგედიის მოწმენი გავხდით. ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დავკარგეთ ორი ადამიანი – ახალგაზრდა დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი. ძალიან მძიმეა ეს ნებისმიერი ადამიანისთვის და ჩვენთვის, ვინც იქ ვიდექით და უძლურები ვიყავით ამ ტრაგედიის წინაშე. ვიზიარებ ოჯახის ამ უდიდეს მწუხარებას“, – აღნიშნულია კახა კალაძის განცხადებაში.

მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნული კორპუსიდან მცხოვრებლების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის მუხლით „უსაფრთხოების წესების დარღვევა ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტებზე, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან/და სხვა მძიმე შედეგი", რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0