აფეთქება ფონიჭალაში – მაშველებმა ნანგრევებში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს

© Sputnik / Alex Shlamovაფეთქება ფონიჭალაში
აფეთქება ფონიჭალაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალი და ბავშვი მეორე სართულზე ნანგრევების ქვეშ მოყვნენ.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მაშველებმა რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ქალისა და ბავშვის ცხედარი იპოვეს, რომლებიც მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყვნენ, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

აფეთქება ზემო ფონიჭალაში – დაშავებულთა შორის ერთი ჩვილი და ერთი მცირეწლოვანია>>>

უბედური შემთხვევა ზემო ფონიჭალაში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსის მესამე და მეოთხე სართულებზე ნგრევა გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაშავებული 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ქალი და ბავშვი კი, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ, მეორე სართულზე იმყოფებოდნენ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
აფეთქება ფონიჭალაში: კორპუსის ნგრევის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება

მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნული კორპუსიდან მცხოვრებლების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

გარდა ამისა, აფეთქების ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რაშიც შესაბამისი სამსახურები არიან ჩართული.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის მუხლით "უსაფრთხოების წესების დარღვევა ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტებზე, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან/და სხვა მძიმე შედეგი", რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0