შექება და კრიტიკა – საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტარების ანგარიშით კმაყოფილია

© AFP 2024 / SEBASTIEN BOZON ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში
ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპარლამენტარებმა შეაფასეს საქართველოს ბრძოლა კორუფციასთან, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობების შესრულება, საკონსტიტუციო რეფორმა და ა.შ.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს.

მხარეებმა შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოაწერეს.

პრემიერი: ევროპარლამენტარები საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიით უკმაყოფილო არიან >>

დოკუმენტს ხმა მისცა ევროპარლამენტის 528 დეპუტატმა, ხოლო 97 წინააღმდეგი იყო. ანგარიშის მომხსენებელი იყო ანდრეი მამიკინსი.

„ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველო სამაგალითო გახდა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, რომ ჩვენ ქვეყანაში არის მდგრადი დემოკრატია, ხოლო ეკონომიკური რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. სხვათა შორის, იმავეს ადასტურებს რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის საერთაშორისო რეიტინგიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
რატომაა საქართველო რეგიონში საუკეთესო Doing Business-2019-ის შეფასებით

ევროპარლამენტმა დადებითად შეაფასა შეთანხმებების შესრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „შეინარჩუნოს იმპულსი“, უზრუნველყოს სტაბილურობა, შემდგომი დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკური განვითარება.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ევროპის დღის წესრიგს სულ უფრო მეტი პარტია და მოქალაქე უჭერს მხარს.

ევროდეპუტატები მიესალმებიან საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც 2017 წელს დასრულდა, მაგრამ ამავე დროს სინანულს გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიული სიებით საპარლამენტო არჩევნებზე გადასვლა 2024 წლამდე გადაიდო. დღეისათვის პარლამენტის დეპუტატების ნახევარს პროპორციული სისტემით ირჩევენ, მეორე ნახევარს – მაჟორიტარულით.

ევროპარლამენტმა შეაფასა საქართველოს მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობების შესრულება. საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნების უვიზო მონახულების უფლება 2017 წლის მარტიდან მოიპოვეს.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარონ“, – ნათქვამია ანგარიშში.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელს ისტორიული უწოდა >>

ევროპარლამენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მოწოდებულია, დააახლოოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრები მოსახლეობა ერთმანეთთან და რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები თანამემამულეებისთვის იმ პრიორიტეტების გაზიარებას ითვალისწინებს, რაც საქართველომ რეფორმების პროცესში და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიიღო.

ევროდეპუტატებმა აღნიშნეს საქართველოს წარმატებები კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა ამასთან მოუწოდეს – კორუფციასთან ბრძოლის სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოეყოს.

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: რეგიონული მართვის სისტემა არაეფექტურია

2018 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ მოიწონა იუსტიციის სამინისტროს იდეა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის შესახებ, რომელიც გამოიძიებს იმ დანაშაულებს, რომელიც, სავარაუდოდ, მოქალაქეთა წინააღმდეგ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა ჩაიდინეს.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეიქმნას ეფექტური მექანიზმი სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან სასტიკი მოპყრობის შემთხვევების გამოძიების მიზნით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროპარლამენტმა ასევე ხაზი გაუსვა შემდგომი ნაბიჯების მნიშვნელობას ძალადობისა და სექსუალური შევიწროების ყველა ფორმისგან ქალთა დაცვის კუთხით და პოლიტიკაში და შრომის ბაზარზე მათი მონაწილეობის გაფართოების მიზნით.

ანგარიშში ევროპარლამენტარებმა შეახსენეს ხელისუფლებას თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მასმედიის მნიშვნელობა, რაც საკვანძო დემოკრატიულ პრინციპებს წარმოადგენს.

ისევ ლარის შესახებ – ფინანსთა მინისტრმა განმარტება გააკეთა >>

ევროპარლამენტმა აღნიშნა საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება პრესის თავისუფლების ინდექსში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“.

 

ყველა ახალი ამბავი
0