მსოფლიო ბანკმა საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელს ისტორიული უწოდა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში წინ გაუსწრო როგორც თავის მეზობლებს, ისე ევროკავშირის რიგ ქვეყნებს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის მხრივ 100-დან 77,4 ქულა დააგროვა და ამით 1996 წლიდან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ 2017 წლის კვლევაში „გლობალური მართვის ინდიკატორები.

ამგვარად, საქართველო შევიდა კორუფციასთან ბრძოლაში ლიდერი ქვეყნების სიაში და გაუსწრო ისეთ ევროპულ სახელმწიფოებს, როგორებიც არიან მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესპანეთი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში - Sputnik საქართველო
საქართველო მეორე ადგილზეა ევროპაში სწრაფად განვითარებად მიმართულებებს შორის

საქართველომ ამ მაჩვენებლით გაუსწრო თავის უშუალო მეზობლებსაც. თურქეთმა მოაგროვა 49,5 ქულა, სომხეთმა – 32,6, აზერბაიჯანმა – 17,7, ხოლო რუსეთმა – 17,3.

რეიტინგის ლიდერები არიან ახალი ზელანდია – 100 ქულა, ფინეთი – 99,04 და სინგაპური – 97,6.

რაც შეეხება რეიტინგის „ანტიგმირებს", ცხრილის ქვედა ნაწილი ამგვარად გამოიყურება: სუდანი – 0,96 ქულა, სომალი – 0,48 და ეკვატორული გვინეა – 0,00.

კორუფციის მართვის ეფექტურობის გარდა კვლევა „გლობალური მართვის ინდიკატორები" მოიცავს ასევე ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა „კანონის უზენაესობა", „რეგულაციის ხარისხი", „მთავრობის ეფექტურობა", „პოლიტიკური სტაბილურობა, ძალადობის არარსებობა", „ხმა და ანგარიშვალდებულება".

 

ყველა ახალი ამბავი
0