ისევ ლარის შესახებ – ფინანსთა მინისტრმა განმარტება გააკეთა

გამოწერა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებების გამო ოპოზიციას შენიშვნა მისცა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ეროვნული ვალუტა ლარი უნდა შევაფასოთ არა დოლართან მიმართებით, არამედ ინფლაციიდან გამომდინარე, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში ქვეყნის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

ლარი გამყარდა – ეროვნული ბანკი მილიონობით დოლარს ყიდულობს>>>

ოქტომბრის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივი დონიდან (3%) მნიშვნელოვანი გადახრა მოსალოდნელი არ არის.

სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო გამოცანა, ანუ რატომ უფასურდება ლარი?

თვეზე მეტია ლარი ყოველდღიურად უფასურდება. ანტირეკორდი ეროვნულმა ვალუტამ 8 ნოემბერს მოხსნა – 2,7656 GEL/1$. დღეისთვის ეროვნული ბანკი 1 დოლარს 2,7155 ლარში აფასებს. ოპოზიციამ მომხდარში ხელისუფლება და მის მიერ არჩეული კურსი დაადანაშაულა, მმართველმა გუნდმა კი პოლიტიკოსები წინასაარჩევნო პერიოდში უპასუხისმგებლო განცხადებების გამო გააკრიტიკა.

„ლარის თემას ყველა ბრუნვაში ვატრიალებთ. საგარეო ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ იგი ერთადერთი ფაქტორი არაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ძალიან ცუდია, როდესაც ყველაფრის შეფასება ლარის დოლართან მერყეობით ხდება. ჩვენ გვავიწყდება ინფლაციის შესახებ, ამ დროს ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია. პრაქტიკულად მოხდა ტერმინების ჩანაცვლება და ამ ორი რამის გაიგივება... მცურავი კურსი შენარჩუნდება", – განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოში უახლოეს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 28 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებით, მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატი, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0