საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი ექვსჯერ გაიზარდა

© photo: Sputnik / Mikhail Mordasov / გადასვლა მედიაბანკშიმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
სეზონის დაწყებიდან ექსპორტზე 718 ტონა ციტრუსის მოსავალი გავიდა

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ციტრუსების ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექვსჯერ გაიზარდა, წერს გაზეთი  „საქართველოს რესპუბლიკა".

კერძოდ, 2017 წლის 1-11 ნოემბრის მონაცემებით, 55 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წლის აღნიშნულ პერიოდში კი ექსპორტმა 610 ტონას მიაღწია.

გასული წლის 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში ციტრუსების ექსპორტმა 106 ტონას მიაღწია. მიმდინარე წლის მაჩვენებლები აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 718 ტონას მიაღწია.

აჭარიდან დაახლოებით 23,6 ათასი ტონა მანდარინია ექსპორტირებული>>>

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა, რაც შესაძლებელს ხდის მოცემული პროდუქციის ექსპორტზე გატანის ზრდას. ქართული ციტრუსის რეალიზაციის ძირითადი ბაზარია რუსეთი, სომხეთი, უკრაინა და ყაზახეთი.

მანდარინი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ფერმერებს ციტრუსების დაზღვევაში დაეხმარება

წინა წლების მსგავსად, წელსაც სახელმწიფო ფერმერებს დახმარებას გაუწევს — არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია გამოიყოფა. აღნიშნული პროგრამა 25 ნოემბრიდან დაიწყება.

კომპანიებს, რომლებიც სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ 1 კგ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, თითოეულ კილოგრამ მანდარინზე სუბსიდიის სახით 10 თეთრს აუნაზღაურებს.

გასულ წელს საქართველოდან დაახლოებით 23,6 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. მანდარინის ექსპორტი ხორციელდება უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და ყატარში.

გასული სეზონის მსგავსად, მიმდინარე სეზონზეც მანდარინი რუსულ ბაზარზე როგორც სახმელეთო გზით გავა — "ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, ასევე საზღვაო გზით — ბათუმის პორტიდან ნოვოროსიისკში.

ქართული მანდარინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე შვიდწლიანი პაუზის შემდეგ 2013 წელს აღდგა და წლიდან წლამდე იზრდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0